თუ პორტალზე შესასვლელი პაროლი დაგავიწყდა, შეგიძლია ძალიან მარტივად აღადგინო.
პაროლის აღდგენა დამოუკიდებლად
შესვლის ფანჯარაზე დააჭირე ღილაკს "დაგავიწყდა?". ჩაწერე ელ.ფოსტა, რითიც ხარ რეგისტრირებული და მიჰყევი მეილზე მოსულ ინსტრუქციას ახალი პაროლის დასაყენებლად.
ადმინისტრატორის დახმარებით
თუ კომპანიის ექაუნთში ხარ დამატებული, შეგიძლია ადმინისტრატორს თხოვო, რომ გამოგიგზავნოს პაროლის განახლების ბმული.