როგორ მოვიწვიო თანამშრომელი Signify-ზე?
ამ ინსტრუქციის საშუალებით შეძლებ მარტივად დაამატო, მართო ან წაშალო მომხმარებლები შენი გუნდის სივრცეში.ეს უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა შენი გუნდის დოკუმენტებსა და შაბლონებზე.
როგორ დავამატო მომხმარებელი?
- გადადი პარამეტრებში
- პარამეტრების მენიუში ირჩიე მომხმარებლები.
- დააჭირე ღილაკს + მომხმარებელი.
- გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა შეავსო მომხმარებლის დეტალები.
- დააჭირე დამატება.
მომხმარებელს ელფოსტაზე აქტივაციის ბმული გაეგზავნება, რომლის მიღების შემდეგაც შეძლებს გუნდში გაწევრიანებას.
Signify-ზე არსებობს სამი ძირითადი, სისტემური როლი:
- მომხმარებელი: აქვს დოკუმენტების გაგზავნისა და ხელმოწერის ძირითადი ფუნქციონალი.
- მენეჯერი: აქვს მომხმარებლის ყველა უფლება, ასევე შეუძლია გუნდური შაბლონების შექმნა და დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც გუნდის მომხმარებლებმა გაგზავნეს.
- ადმინი: აქვს სრული წვდომა გუნდის პარამეტრებზე, მათ შორის მომხმარებლების, როლების, ატრიბუტების, საქაღალდეების და პაკეტის მართვაზე.
როგორ შევცვალო მომხმარებლის დეტალები?
- სასურველი მომხმარებლის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს და აირჩიე რედაქტირება.
- აირჩიე ახალი როლი ჩამოსაშლელი მენიუდან და დააჭირე შენახვას.
როგორ წავშალო მომხმარებელი?
- მომხმარებლის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს და აირჩიე წაშლა.
როგორ დავბლოკო მომხმარებელი?
- მომხმარებლის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს და აირჩიე დაბლოკვა.
მომხმარებლის დაბლოკვისა და წაშლის შემდეგ, მისი დოკუმენტები გუნდის სივრცეში რჩება.
როგორ ჩავანაცვლო მომხმარებელი?
- მომხმარებლის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს და აირჩიე ელ.ფოსტის ცვლილება
ცვლილების შემდეგ ახალ მომხმარებელს გაეგზავნება აქტივაციის ბმული მეილზე. სისტემაში შესვლის შემდეგ კი მას შეუძლია შეცვალოს სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია პირადი პარამეტრებიდან.
გაითვალისწინე, მომხმარებლის ჩანაცვლების დროს არსებული მომხმარებლის გუნდებში არსებული დოკუმენტები სრულად გადავა ახალ მომხმარებელთან.
როგორ განვუახლო პაროლი ჩემს მომხმარებელს?
მომხმარებლის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს და აირჩიე პაროლის განახლება.
პაროლის გასაახლებელი ბმული მომხმარებელს ავტომატურად გაეგზავნება მეილზე.
როგორ დავამატო მომხმარებელი, რომელსაც უკვე აქვს ანგარიში?
თუ ახალი მომხმარებლის დამატებას ცდილობ და სისტემა გიჩვენებს შეტყობინებას, რომ ამ მომხმარებელს უკვე აქვს აქტიური ანგარიში Signify-ზე, საჭიროა, რომ მან ჯერ თავისი ანგარიში გააუქმოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ მის დამატებას შენს ექაუნთში.