ეს ინსტრუქცია დაგეხმარება მარტივად გადმოიტანო ფაილები შენი კომპიუტერიდან ან Google Drive / OneDrive-დან Signify-ზე, რათა ერთ სივრცეში მოაქციო ყველა საჭირო დოკუმენტი და მართო არქივი.
როგორ დავაიმპორტო დოკუმენტი?
-
გადადი მთავარ გვერდზე. ჩამოშალე ახალი დოკუმენტის მენიუ და აირჩიე დოკუმენტის იმპორტი.
-
აირჩიე ფაილის ატვირთვის სასურველი მეთოდი
კომპიუტერიდან ატვირთვა: ხელით გადმოიტანე ფაილი სპეციალურ ველში ან მონიშნე ის შენი მოწყობილობიდან.
Google Drive / OneDrive: დააჭირე შესაბამის ლოგოს, გაიარე ავტორიზაცია და მონიშნე ის დოკუმენტი, რომლის იმპორტიც გსურს.
-
ფაილის გამოჩენისთანავე, დააჭირე შემდეგს იმისათვის, რომ შეძლო დოკუმენტის პორტალზე შენახვა და დოკუმენტის უკეთესი ორგანიზებისთვის ატრიბუტების მინიჭება (მაგ: ხელშეკრულების ნომერი, ვადა, მხარეები). ბოლო ეტაპზე დააჭირე შენახვას
გაითვალისწინე:
- იმპორტისთვის მხარდაჭერილია PDF; Word; Png ფორმატის ფაილები.
- დოკუმენტის იმპორტი უნდა მოხდეს სათითაოდ. თუ რამდენიმე დოკუმენტს ერთდროულად ატვირთავ, სისტემა მათ ერთ დოკუმენტად გააერთიანებს