ატრიბუტები არის დოკუმენტების დახარისხებისა და ფილტრაციის დამატებითი ინსტრუმენტი. ამ გვერდზე გაიგებ, რა არის ატრიბუტები, როგორ შექმნა ისინი და როგორ მოარგო შენს საჭიროებებს.
ატრიბუტების ფუნქციონალი იყოფა ორ ნაწილად:
- დოკუმენტის ტიპები
- ატრიბუტები
როგორ გამოვიყენო ატრიბუტები Signify-ზე?
- დოკუმენტის ტიპები საშუალებას გაძლევს, დოკუმენტები მარტივად დაახარისხო მისი შინაარსის მიხედვით, მაგალითად: შრომითი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სესხის ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა.
- ატრიბუტები: დოკუმენტის ტიპებისთვის შეგიძლია შექმნა შესაბამისი ატრიბუტები, მაგალითად: „ვადის გასვლის თარიღი“, „ღირებულება“, „მხარეები“ და სხვა.
პლატფორმაზე წინასწარ შევქმენით დოკუმენტის ტიპები და მათზე მორგებული ატრიბუტები, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ. სისტემის მიერ შემოთავაზებული არჩევანის გარდა, თავადაც შეგიძლია დოკუმენტის ტიპისა და სასურველი ატრიბუტების შექმნა.
როგორ მივანიჭო ატრიბუტი დოკუმენტს?
ამისთვის ორი გზა არსებობს:
1. AI-ს დახმარებით ატრიბუტების მინიჭება
- გადადი დოკუმენტების გვერდზე და დააკლიკე სასურველ დოკუმენტს.
- დოკუმენტის დეტალებში გადადი ატრიბუტების ტაბში.
- AI-ს გასწვრივ დააჭირე ღილაკს შევსება.
ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს შენს დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით შეავსებს ატრიბუტებს. შევსების შემდეგ საჭიროა მათი გადახედვა და დადასტურება. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მონაცემები ხელით დააკორექტიროთ.
2. ატრიბუტების ხელით მინიჭება
- გადადი დოკუმენტების გვერდზე და დააკლიკე დოკუმენტს.
- დოკუმენტის დეტალებში გადადი ატრიბუტების ტაბში.
- აირჩიე დოკუმენტის ტიპი და შეავსე ამ ტიპისთვის შექმნილი ატრიბუტების ველები.
როგორ მოვძებნო დოკუმენტი ატრიბუტების მიხედვით?
- დოკუმენტების გვერდზე აირჩიე + ფილტრი.
- აირჩიე ატრიბუტები.
აქ შეგიძლია მონიშნო და გაფილტრო როგორც დოკუმენტის ტიპის, ასევე, კონკრეტული ატრიბუტების მიხედვით.
როგორ შევქმნათ დოკუმენტის ტიპი?
- გადადი პარამეტრებში (მარჯვენა ზედა კუთხეში).
- ატრიბუტების გვერდზე, მენიუში, აირჩიე დოკუმენტის ტიპები.
- აირჩიე + დოკუმენტის ტიპი
- მიუთითე სახელი (მაგ. „შრომითი ხელშეკრულება“).
- თუ გინდა, რომ ეს ტიპი მხოლოდ კონკრეტული გუნდისთვის იყოს ხელმისაწვდომი, აირჩიე შესაბამისი გუნდი.
- აქედანვე შეგიძლია ამ დოკუმენტის ტიპს მიანიჭო ატრიბუტები.
- დააკლიკე ღილაკს შენახვა.
როგორ შევქმნათ ატრიბუტი დოკუმენტის ტიპისთვის?
- გადადი ატრიბუტების გვერდზე.
- დააჭირე ღილაკს + ატრიბუტი.
- შეიყვანე ატრიბუტის სახელი (მაგ. „ვადის გასვლა“).
- აირჩიე ატრიბუტის ველის ტიპი (ტექსტი, რიცხვი, თარიღი, ასარჩევი ველი და ა.შ.).
- დააკლიკე ღილაკს შენახვა.
სურვილის შემთხვევაში დააყენე დამატებითი ვალიდაციის წესები (მაგალითად, თუ ქმნი პირადი ნომრის ველს, აირჩიე ტექსტური ველი და მიუთითე “მხოლოდ ციფრები”).
როგორ მივანიჭო შაბლონს ატრიბუტი?
შაბლონზე ატრიბუტის მინიჭების შემდეგ ამ შაბლონით გაგზავნილ ყველა დოკუმენტს ეს ატრიბუტებიც ავტომატურად მიენიჭება.
- გადადი შაბლონების გვერდზე და შექმენი ახალი შაბლონი, ან დაარედაქტირე არსებული.
- შაბლონში გადადი ატრიბუტების ტაბზე.
- მიანიჭე ატრიბუტები შენი სურვილის მიხედვით და შეინახე.