ეს ინსტრუქცია გაჩვენებს, როგორ მართო შენი პირადი პარამეტრები Signify-ზე. აქედან შეძლებ განაახლო პროფილის ინფორმაცია, შეცვალო ხელმოწერა, მართო უსაფრთხოება და შეტყობინებები.
როგორ გადავიდე პირად პარამეტრებში?
- გადადი პარამეტრებში
- გახსნილ გვერდზე იპოვე ჩემი პარამეტრები.
ეს ინსტრუქცია ეხება მხოლოდ პირად პარამეტრებს. კომპანიის პარამეტრები ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის ან იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც შესაბამისი წვდომა აქვს.
როგორ განვაახლო პირადი ინფორმაცია?
- გადადი ჩემი პარამეტრები განყოფილებაში.
- შეცვალე სასურველი ინფორმაცია:
- პროფილის ფოტო
- სახელი
- გვარი
- ტელეფონის ნომერი
- სისტემის ენა
- მიმღებთან გაგზავნისას შეტყობინების ენა
- პოზიცია
- პირადი ნომერი
3. დააჭირე შენახვას.
ელფოსტის მისამართის შეცვლას ვერ შეძლებ. თუ სივრცის მფლობელი ხარ, მოგვწერე success@signifyapp.com-ზე. სხვა შემთხვევაში სთხოვე ადმინისტრატორს დახმარება.
როგორ ვმართო ჩემი ხელმოწერა?
- გადადი ჩემი ხელმოწერა განყოფილებაში.
- ატვირთე ახალი ხელმოწერის ვიზუალი ან შეცვალე არსებული.
- დააჭირე შენახვას.
ამ ვიზუალს სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებს დოკუმენტის ხელმოწერისას.
როგორ ვმართო პაროლი და უსაფრთხოება?
- გადადი პაროლი და უსაფრთხოება განყოფილებაში.
- აირჩიე სასურველი მოქმედება:
- შეცვალე პაროლი
- ჩართე ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია
- თუ ორ ფაქტორიან ავტორიზაციას რთავ, აირჩიე სასურველი მეთოდი:
- SMS კოდი
- Authenticator აპლიკაცია (TOTP)
- დაასრულე ცვლილება და დაადასტურე შენახვა.
გაითვალისწინე, რომ კომპანიას შეუძლია სავალდებულოდ მოგთხოვოს SMS კოდით ავტორიზაცია. ამ შემთხვევაში ამ ფუნქციის გათიშვას ვერ შეძლებ.
როგორ ვმართო შეტყობინებები?
- გადადი შეტყობინებების განყოფილებაში.
- აირჩიე, რომელი ტიპის შეტყობინებების მართვა გინდა:
- როცა ხარ გამგზავნი
- როცა ხარ მიმღები
- ჩართე ან გამორთე სასურველი შეტყობინებები.
პირადი პარამეტრების ცვლილებები მოქმედებს მხოლოდ შენს ანგარიშზე და არ ცვლის კომპანიის საერთო კონფიგურაციას.