გაიაქტიურე დამატებითი უსაფრთხოების პარამეტრები
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია(2FA) დამატებითი უსაფრთხოების ზომაა, რომელიც შენს ანგარიშს არასასურველი წვდომისგან იცავს. მისი საშუალებით, სისტემაში შესვლამდე ორი სხვადასხვა დადასტურება დაგჭირდება:
პაროლი - ის, რასაც უკვე იყენებ.
ერთჯერადი კოდი - დროებითი კოდი, რომელსაც SMS-ით მიიღებ ან ავთენტიფიკაციის აპლიკაცია (მაგალითად, Google Authenticator) აგენერირებს.
ამ მეთოდით, შენი პორტალი უფრო დაცული გახდება - თუნდაც ვინმემ შენი პაროლი გაიგოს, დამატებითი კოდის გარეშე შესვლას ვერ შეძლებს.
როგორ გავიაქტიურო ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია?
1. შედი Signify-ს პორტალზე და გაიარე ავტორიზაცია.
2. ზედა, მარჯვენა კუთხეში დააკლიკე ღილაკს - პარამეტრები
3. აირჩიე "პაროლი & უსაფრთხოება".
4. გააქტიურე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA).
როდესაც 2FA პირველად აქტიურდება, სისტემა ავტომატურად ჩართავს SMS ავთენტიფიკაციას მითითებულ ნომერზე.
ავთენტიფიკაციისთვის გაქვს ორი ვარიანტი:
- ავთენტიფიკაციის აპლიკაცია (რეკომენდებულია) - Google Authenticator აგენერირებს ერთჯერად კოდს, რომელიც ყოველ 30 წამში ახლდება.
- SMS კოდი (სავალდებულოა) - ერთჯერადი კოდი იგზავნება მობილურის ნომერზე.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურება შესაძლებელია ნებისმიერი პაკეტის არჩევის შემთხვევაში
როგორ გავიაქტიურო Google Authenticator?
ჩამოტვირთე Google Authenticator შენს ტელეფონში
გავლინკოთ?
Signify-ს პორტალზე მეთოდის გააქტიურებისას გამოჩნდება QR კოდი.
- გახსენი Google Authenticator, დააჭირე „+“
- აირჩიე „Scan a QR code“.
- დაასკანერე Signify-ს მიერ მოცემული QR კოდი.
- შეიყვანე აპლიკაციის მიერ დაგენერირებული 6-ნიშნა კოდი და სულ ესაა.
- QR კოდის ქვემოთ დააკლიკე — "QR კოდი ვერ დაასკანერე?"
- დააკოპირე უნიკალური კოდი Google Authenticator-ში სურათზე ნაჩვენებ ადგილას.
- მარტივად რომ განასხვაო, "Account name"-ში შეიყვანე signifyapp.com
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორის როლი გაქვს, შეგიძლია ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ყველასთვის სავალდებულო გახადო.
- გადადი პარამეტრების გვერდზე.
- კომპანიის პარამეტრებიდან აირჩიე უსაფრთხოება.
- ჩართე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია.
- დააკლიკე შენახვას.
🎉 სულ ესაა! შენი პორტალი უფრო მეტად დაცულია და ამიერიდან სისტემაში შესასვლელად პაროლთან ერთად დამატებით ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას გამოიყენებ.