თუ გინდა Signify-ზე ახალი მომხმარებლის დამატება და მომხმარებლების ლიმიტი ამოწურული გაქვს, შეგიძლია შეიძინო დამატებითი ადგილი.
1. დამატებითი მომხმარებლის შეძენა
-
გადადი პარამეტრებში
-
გახსენი ბილინგის სექცია
- ლიმიტების ბლოკში მოძებნე მომხმარებლები და დააჭირე ღილაკს + დამატება
2. მომხმარებლების რაოდენობის არჩევა
- მიუთითე, რამდენი დამატებითი მომხმარებლის შეძენა გსურს
- სისტემა ავტომატურად გამოთვლის შესაბამის ღირებულებას
- გადაამოწმე ინფორმაცია და დაადასტურე შეძენა
დადასტურების შემდეგ ავტომატურად გენერირდება ინვოისი, რომლის საფუძველზეც შეძლებ გადახდას.
3. მომხმარებლის დამატება
გადახდის დასრულების შემდეგ მომხმარებლების ლიმიტი გაიზრდება შეძენილი რაოდენობით და შეძლებ ახალი მომხმარებლების დამატებას სასურველ გუნდში.