ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ, როგორ დააკავშირო ველები ერთმანეთთან, ისე, რომ ერთი ველის შევსებისას ინფორმაცია ავტომატურად აისახოს ყველა დაკავშირებულ ველში.
რა არის დაკავშირებული ველები და როგორ მუშაობს?
დაკავშირებული ველები გაძლევს საშუალებას, ერთხელ შეიყვანო ინფორმაცია და ის ავტომატურად აისახოს დოკუმენტზე ყველა შესაბამის ველში.
ეს განსაკუთრებით გამოგადგება, როცა ერთსა და იმავე მონაცემს რამდენიმე ადგილას ავსებ - განსაკუთრებით შაბლონების გამოყენებისას.
როგორ დავაკავშირო ველები ერთმანეთთან?
1. ველების მონიშვნით დაკავშირება
- მონიშნე რამდენიმე ველი ერთდროულად
- დააჭირე დაკავშირების ღილაკს
2. ველის კოდის გამოყენებით
- დააჭირე ერთ-ერთ ველს
- გახსნილ პარამეტრებში ნახე ველის კოდი
- იგივე კოდი ჩაწერე იმ ველებში, რომელთანაც გინდა დაკავშირება
3. კლონირებით დაკავშირება
- დააჭირე ველს
- დააჭირე დაკავშირების ღილაკს
- შეიქმნება ამ ველის კლონი, რომელიც უკვე ავტომატურად იქნება დაკავშირებული
როგორ გავიგო, რომელი ველებია დაკავშირებული?
- დააჭირე ნებისმიერ ველს. პარამეტრებში ნახავ:
- რომელ დაკავშირებულ ველზე დგახარ
- სულ რამდენი ველია დაკავშირებული
- ისრის გამოყენებით შეგიძლია გადახვიდე შემდეგ ველზე
2. ასევე:
- თუ ველების კოდები ემთხვევა - ესე იგი ისინი დაკავშირებულია
როგორ მოვაშორო კავშირი ველებს?
დაკავშირებული ველების დაშლა პირდაპირ არ შეგიძლია.
თუმცა, შეგიძლია:
- დააჭირო Ctrl + Z, თუ ქმედება ახლახანს გააკეთე
- ან წაშალო ველი და თავიდან დაამატო ახალი
როგორ გამოვიყენო დაკავშირებული ველები შაბლონში?
თუ შაბლონში გაქვს დაკავშირებული ველები:
- შეავსე მხოლოდ ერთი ველი
- დანარჩენი ველები ავტომატურად შეივსება
ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და ამცირებს შეცდომის რისკს.
დაკავშირებული ველების გამოყენება არ არის შესაძლებელი
ჯგუფური გაგზავნის დროს.
დამატებითი ქმედებები და ქცევა
ვალიდაციები
- ყველა დაკავშირებულ ველს აქვს ერთნაირი ვალიდაცია
- თუ ერთ ველზე დააყენებ შეზღუდვას (მაგ. მხოლოდ ციფრები), იგივე გავრცელდება დანარჩენებზეც
ფორმატირება
- დიზაინი და ზომა ინდივიდუალურია
- შეგიძლია თითოეული ველი ცალ-ცალკე გასტილო
ველების სახელები
- დაკავშირების შემდეგ ყველა ველს ერთნაირი სახელი ექნება
- გამოიყენება იმ ველის სახელი, რომელიც დოკუმენტში უფრო ზემოთ და მარცხნივ მდებარეობს