ეს ინსტრუქცია დაგეხმარება იპოვო დოკუმენტი და გაიგო რა უნდა გააკეთო, თუ ლინკი აღარ მუშაობს.
როგორ მოვძებნო დოკუმენტი
პირველ რიგში, განსაზღვრე სად მიიღე დოკუმენტი:
თუ დოკუმენტი ელფოსტაზე გამოგიგზავნეს:
- შეამოწმე ელფოსტის ინბოქსი
- გადაამოწმე Spam/Junk საქაღალდეები
- მოძებნე შემდეგი სიტყვებით:
- “Signify”
- “დოკუმენტი”
თუ დოკუმენტი SMS-ით გამოგიგზავნეს:
- შეამოწმე SMS შეტყობინებები
- გამოიყენე საძიებო ველი და ჩაწერე:
- “Signify”
- “დოკუმენტი”
იპოვე შეტყობინება, რომელიც შეიცავს დოკუმენტის წვდომის ლინკს.
რა გავაკეთო, თუ წავშალე SMS ან მეილი?
თუ აღარ გაქვს წვდომა თავდაპირველ შეტყობინებაზე:
- დაუკავშირდი Signify მხარდაჭერის გუნდს და მოითხოვე შეტყობინების ხელახლა გამოგზავნა; ხელახლა მიიღებ იგივე წვდომის ლინკს.
- ან დაუკავშირდი გამომგზავნ კომპანიას და სთხოვე დოკუმენტის ხელახლა გაზიარება
Signify-ს შეუძლია მხოლოდ SMS ან ელფოსტის ხელახლა ინიცირება.
Signify არ ინახავს დოკუმენტის ასლს და ვერ აგზავნის თავად დოკუმენტს.
რა გავაკეთო, თუ დოკუმენტი არ იხსნება?
თუ ლინკი გაქვს, მაგრამ დოკუმენტი არ იხსნება:
- ლინკი შესაძლოა იყოს ვადაგასული ან არავალიდური
ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდი გამომგზავნ კომპანიას და მოითხოვე ასლი.
რა ხდება, თუ დოკუმენტის ლინკს ვადა გაუვიდა?
- ვეღარ შეძლებ დოკუმენტის გახსნას იმ ლინკით
- დოკუმენტი არ გამოჩნდება ანგარიშზე, მაშინაც კი თუ მოგვიანებით დარეგისტრირდები Signify-ზე
- რეგისტრაციის შემდეგ გამოჩნდება მხოლოდ ახალი მიღებული დოკუმენტები
Signify ვერ აღადგენს ან ვერ გამოგიგზავნის დოკუმენტს.
თუ ლინკს ვადა გაუვიდა და დოკუმენტი წინასწარ არ ჩამოგიტვირთავს, საჭიროა გამომგზავნ
კომპანიას სთხოვო დოკუმენტის ხელახლა გამოგზავნა.
წვდომის ვადა და ხელშეკრულების მოქმედება
წვდომის ვადის გასვლა ეხება მხოლოდ დოკუმენტთან წვდომას Signify-ის
პლატფორმაზე - ანუ ლინკით დოკუმენტის გახსნის შესაძლებლობას. ის არ
განსაზღვრავს თავად ხელშეკრულების იურიდიული მოქმედების ვადას; ეს
დოკუმენტის შინაარსსა და პირობებზეა დამოკიდებული. ხელშეკრულების მოქმედების
ვადის დასაზუსტებლად მიმართე იურიდიულ მრჩეველს.