ამ ინსტრუქციის დახმარებით შენ შეძლებ Signify Pad-ის ეკრანზე გამოსაჩენი სლაიდების მართვას: ახლის ატვირთვას, არსებულის რედაქტირებას ან წაშლას. ეს დაგეხმარება, რომ მომხმარებელს ხელმოწერის მოლოდინის რეჟიმში შენი ბრენდისთვის რელევანტური ვიზუალი ან ინფორმაცია აჩვენო.
სლაიდების მართვის ნაბიჯები
გადადი პარამეტრებში
აირჩიე სექცია სურათები პადზე
ახალი ვიზუალის დასამატებლად დააჭირე ღილაკს + ახალი ვერსია
- განსაზღვრე ვერსიის სახელი, რათა მარტივად განასხვავო ის სხვა ვერსიებისგან და მიუთითე სასურველი ინტერვალი (წამი), თუ რა სიხშირით გსურს სურათების მონაცვლეობა ეკრანზე
სექციაში სურათები დააჭირე + ღილაკს ახალი ვიზუალის ასატვირთად და დააჭირე შენახვას
შენახვის შემდეგ კონკრეტული ვერსიის გასწვროვ დააწექი სამ წერტილს და აირჩიე “გამოქვეყნება”. ერთ საათში ავტომატურად გაეშვება პადზე შესაბამისი სლაიდები
თუ გინდა, რომ ეს პერიოდი არ დაელოდო და მაშინვე აისახოს სლაიდები, პადის შესაბამის აპლიკაციაში “Signify Signotec” გამოიტანე მენიუ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიე “Sync slides”
დამატებითი მოქმედებები
რედაქტირება: თუ ვერსია ჯერ არ გამოგიქვეყნებია და “დრაფტის” სტატუსი აქვს შეგიძლია მასში ცვლილებების შეტანა მაგ: სლაიდის სახელის შეცვლა ან სურათების განახლება. აირჩიე კონკრეტული სლაიდის ვერსია და დააჭირე რედაქტირების ღილაკს
გაითვალისწინე, რომ ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ მას ვეღარ შეცვლი. თუ რედაქტირება დაგჭირდა, უბრალოდ დააკოპირე ეს ვერსია და ცვლილებები ახალ დრაფტში შეიტანე
წაშლა: თუ ვერსია საერთოდ აღარ გჭირდება, გამოიყენე წაშლის ფუნქცია
ჯგუფების მართვა
თუ გსურს, რომ სხვადასხვა ფილიალში ან სივრცეში განთავსებულ პადებზე განსხვავებული სურათები ჩანდეს, გამოიყენე ჯგუფების ფუნქცია. ჯგუფების ფუნქცია დაგეხმარება სარეკლამო ან საინფორმაციო კამპანიების ლოკალურად მართვაში.
დააჭირე + ჯგუფის დამატება ღილაკს
შექმენი პადების ჯგუფი, რომელზეც გსურს სპეციფიკური სურათების გამოჩენა. დაარქვი ჯგუფს შესაბამისი სახელი და მიუთითე კონკრეტული პადის სერიული ნომერი, რომელიც თავად მოწყობილობის უკანა მხარეს იქნება განთავსებული. ერთ ჯგუფში შეგიძლია ერთი ან რამოდენიმე პადის გაერთიანებაც
დაამატე ამ პადისთვის განკუთვნილი ფოტოები და დააჭირე შენახვას
- ყოველი ახალი ჯგუფის შექმნისთვის პროცესი იწყება თავიდან და ირჩევ + ჯგუფის დამატებას.