ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ, როგორ გადახვიდე საცდელი პერიოდიდან შენთვის სასურველ ფასიან პაკეტზე, როგორ მართო შენი კომპანიის ბილინგი და ჩამოტვირთო ინვოისები Signify-ის პლატფორმიდან.
როგორ შევიძინო ფასიანი პაკეტი საცდელი პერიოდის შემდეგ?
თუ შენი 14-დღიანი საცდელი პერიოდი დასასრულს უახლოვდება ან უკვე ამოიწურა, მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
გადადი პარამეტრების ღილაკზე
აირჩიე სექცია ბილინგი. აქ დაინახავ შეტყობინებას შენი საცდელი პერიოდის სტატუსის შესახებ
მიმდინარე სატარიფო გეგმის გვერდით დააჭირე ღილაკს “შეცვლა”
გადახედე პაკეტებს (მაგ: Business, Business Pro, Enterprise) და მონიშნე შენთვის სასურველი
შეავსე დეტალები ინვოსისთვის. აირჩიე გადახდის პერიოდულობა: ყოველთვიური ან ყოველწლიური (წლიური გადახდისას ისარგებლებ ფასდაკლებით) და მომხმარებლების რაოდენობა
კიდევ ერთხელ შეამოწმე დეტალების სიზუსტე
გადახდის ეტაპზე გადასვლისას შეიყვანე ბარათის მონაცემები და დააჭირე ღილაკს "გადახდა". თანხის ჩამოჭრისთანავე გაგიაქტიურდება შესაბამისი პაკეტი.
როგორ ვმართო ბილინგი და გადახდები?
გადადი პარამეტრების ღილაკზე
აირჩიე სექცია ბილინგი. აქ დაინახავ შენი მიმდინარე პაკეტის დეტალებს, გამოწერის ვადას და აქტიურ ლიმიტებს
თუ გსურს ბარათის დამატება ან შეცვლა, დააჭირე + დამატებას და შეიყვანე მონაცემები
ინვოისების სექციაში დაინახავ გადახდილი/მიმდინარე ინვოისების სტატუსებს და აქედანვე შეგიძლია ნებისმიერი თვის ინვოისის ჩამოტვირთვა
- თუ გინდა, რომ ინვოისები პირდაპირ ბუღალტერს გაეგზავნოს, დაამატე ინვოისების მიმღებ პირში მისი მეილი. (არაა აუცილებელი ეს მეილი რეგისტრირებული იყოს სიგნიფაიზე)
პაკეტის შეცვლა ან განახლება
თუ შენი მიმდინარე პაკეტი აღარ აკმაყოფილებს შენი გუნდის საჭიროებებს, მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
ბილინგის გვერდზე დააჭირე ღილაკს "შეცვლა"
- აირჩიე შენთვის სასურველი პაკეტი და დააჭირე ღილაკს “არჩევა”.