ეს ინსტრუქცია გაჩვენებს, რა შეგიძლია გააკეთო თუ დოკუმენტის მონაცემები არასწორია. შესაძლებლობები განსხვავდება იმის მიხედვით დოკუმენტი უკვე დასრულებულია თუ პროცესში.
როგორ ჩავასწორო მიმღების მონაცემები?
თუ დოკუმენტის ინიციატორი შენ ხარ, შეგიძლია შეცვალო მიმღებების მონაცემები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ დოკუმენტზე ქმედება ჯერ არ დაუსრულებიათ.
შეგიძლია შეცვალო:
- მიმღების სახელი
- ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი
- ავტენტიფიკაციის მეთოდი
- ხელმოწერის რიგითობა
- წაშალო რომელიმე მიმღები
მონაცემების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ მიმღებებისთვის, ვისაც დოკუმენტზე ქმედება ჯერ არ დაუსრულებია.
რა გავაკეთო თუ შეცდომა დოკუმენტის შინაარსშია?
თუ შეცდომა არის დოკუმენტის შინაარსში (ტექსტში ან მონაცემებში), მისი პირდაპირი ჩასწორება ვერ მოხდება.
ამ შემთხვევაში შეგიძლია:
- გამოითხოვო დოკუმენტი, თუ პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
- შეასწორო დოკუმენტი.
- გააგზავნო დოკუმენტი თავიდან.
დასრულებული დოკუმენტის გამოთხოვა შეუძლებელია.
რა გავაკეთო თუ დოკუმენტი უკვე დასრულებულია?
თუ დოკუმენტი უკვე დასრულებულია, მასში ცვლილებების შეტანას ვეღარ შეძლებ.
ასეთ შემთხვევაში შეგიძლია:
- გააფორმო ახალი დოკუმენტი სწორი მონაცემებით
- საჭიროების შემთხვევაში წაშალო ძველი დოკუმენტი
თუ მიმღებს უკვე გადმოწერილი აქვს დოკუმენტი ან ბმულზე ისევ აქვს წვდომა, დოკუმენტის წაშლა მის მხარეს არაფერს შეცვლის.