ეს ინსტრუქცია აგიხსნის, რატომ შეიძლება გამოჩნდეს სხვა სახელი და გვარი ხელმოწერისას და რა შეიძლება გააკეთოს მიმღებმა ამ შემთხვევაში.
რატომ შეიძლება სხვა სახელი და გვარი ჩანდეს ხელმომწერთან?
როდესაც დოკუმენტს უგზავნი მიმღებს, Signify ხელმოწერის პირველ ვიზუალად სთავაზობს სახელსა და გვარს, რომელიც მითითებულია მიმღების მონაცემებში.
მიმღებს შეუძლია ეს ინფორმაცია თავადაც შეცვალოს ხელმოწერის პროცესში.
რატომ იმახსოვრებს Signify ხელმოწერის მონაცემებს?
როდესაც დოკუმენტი იგზავნება და მიმღები მას ხელს აწერს, Signify იმახსოვრებს გამოყენებულ ხელმოწერის ვიზუალს.
თუ მომავალში დოკუმენტი ისევ გაიგზავნება იმავე ელფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე, სისტემა შესთავაზებს ბოლოს გამოყენებული ხელმოწერის ვიზუალს.
მაგალითად:
- თუ მიმღებმა ერთხელ გააკეთა ხელმოწერის მოხაზულობა, იგივე ვიზუალს შესთავაზებს შემდეგშიც
- თუ ატვირთა ხელმოწერის სურათი, იგივე ფოტოს შესთავაზებს შემდეგ ხელმოწერაზეც
- ამოუგდებს იმ სახელსა და გვარს, რითიც ბოლოს მოაწერა ხელი
რატომ შეიძლება სხვა სახელი გამოჩნდეს?
ეს შეიძლება მოხდეს, თუ:
- ერთსა და იმავე ელფოსტას ან ტელეფონის ნომერს რამდენიმე ადამიანი იყენებს
- ამ მისამართზე ადრე სხვა დოკუმენტიც იყო ხელმოწერილი სხვა მონაცემებით
ამ შემთხვევაში სისტემა სთავაზობს ბოლოს გამოყენებულ ხელმოწერის ვიზუალს.
რა უნდა გააკეთოს მიმღებმა?
თუ ხელმოწერისას სხვა სახელი და გვარი ჩანს:
- შეცვალოს სახელი და გვარი ხელმოწერის ველში
- გააგრძელოს ხელმოწერა სწორი მონაცემებით
მიმღებს შეუძლია ხელმოწერისას შეცვალოს სახელი და გვარი და შემდეგ მოაწეროს ხელი დოკუმენტს.