ეს ინსტრუქცია გაჩვენებს, რა შეგიძლია გააკეთო თუ დოკუმენტის მონაცემები არასწორია. შესაძლებლობები განსხვავდება იმის მიხედვით დოკუმენტი უკვე დასრულებულია თუ პროცესში.
რა გავაკეთო თუ ხელმოწერა ჯერ არ დამისრულებია?
თუ დოკუმენტში შეცდომაა და ხელმოწერა ჯერ არ დაგისრულებია:
- უარყავი დოკუმენტი
- კომენტარში მიუთითე მიზეზი.
ამის შემდეგ შეტყობინება გაეგზავნება გამომგზავნს და საჭიროების შემთხვევაში ის გაგიზიარებს შესწორებულ დოკუმენტს.
რა გავაკეთო თუ ხელმოწერა უკვე დასრულებულია?
თუ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაასრულე, ცვლილებების გაკეთებას ვერ შეძლებ.
ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდე დოკუმენტის გამომგზავნ კომპანიას.
Signify-ს დოკუმენტებთან წვდომა არ აქვს და ვერ შეძლებს დოკუმენტის მოძიებას ან მასში ცვლილებების შეტანას. დახმარებისთვის უნდა მიმართო იმ კომპანიას, რომელმაც დოკუმენტი გამოგიგზავნა.