ამ ინსტრუქციით გაიგებ როგორ გააუქმო Signify-ის პაკეტი. პაკეტის გაუქმების შემდეგ სერვისი შეწყდება პაკეტის მიმდინარე ვადის ამოწურვისას.
პაკეტის გაუქმება
- გადადი პარამეტრებში
- აირჩიე ძირითადი
- დააჭირე ანგარიშის გაუქმებას
- დაადასტურე მოქმედება
რა ხდება პაკეტის გაუქმების შემდეგ
- პაკეტის გაუქმების შემდეგ შემდეგი ინვოისი აღარ დაგენერირდება
- Signify-ის სერვისი იმუშავებს პაკეტის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე
- ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიში გადავა პასიურ რეჟიმში
პასიურ რეჟიმში შეგიძლია: - უკვე არსებული დოკუმენტების დათვალიერება
- დოკუმენტების გადმოტვირთვა
ანგარიშის საბოლოო წაშლა
პასიურ რეჟიმში გარკვეული დროის შემდეგ ანგარიში სრულად იშლება სისტემიდან.
წაშლამდე მიიღებ შეტყობინებას ელფოსტაზე, იმისათვის, რომ საჭირო დოკუმენტები წინასწარ ჩამოტვირთო.
გაფრთხილება:
პაკეტის გაუქმებამდე გადაამოწმე, რომ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შენახული გაქვს.
ანგარიშის საბოლოო წაშლის შემდეგ მონაცემების აღდგენა შეუძლებელია.