ამ ინსტრუქციის დახმარებით დაადასტურებ ელ-ფოსტას, გაააქტიურებ ანგარიშს და დაასრულებ რეგისტრაციას.
1. ელ-ფოსტის ვერიფიკაცია
რეგისტრაციის საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ, შენს ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება 6-ნიშნა ვერიფიკაციის კოდი. ეს ნაბიჯი აუცილებელია ანგარიშის გასააქტიურებლად.
გააკეთე შემდეგი:
- გახსენი მიღებული მეილი
- დააკოპირე ვერიფიკაციის კოდი
- ჩაწერე კოდი შესაბამის ველში
კოდის სწორად შეყვანის შემდეგ შენი ანგარიში გააქტიურდება და სისტემაში ავტომატურად შეხვალ.
2. პროფილის პარამეტრების შევსება
ანგარიშის გააქტიურების შემდეგ სისტემა შემოგთავაზებს პროფილის შევსებას ორ ეტაპად.
- პერსონალური მონაცემები
- კომპანიის ინფორმაცია
რა უნდა გააკეთო თუ ვერიფიკაციის კოდი არ მოგივიდა
თუ ელ-ფოსტაზე ვერიფიკაციის კოდი არ მიიღე, სცადე შემდეგი ნაბიჯები:
- შეამოწმე Spam/Junk საქაღალდე - ზოგჯერ მეილი სპამში ხვდება.
- მოიცადე 1-2 წუთი - ზოგჯერ ელ-ფოსტის სერვერს დრო სჭირდება.
- გადაამოწმე ელ-ფოსტა - დარწმუნდი, რომ რეგისტრაციისას სწორად მიუთითე.
- გამოიყენე Resend Code - დააჭირე კოდის ხელახლა გაგზავნას და მიიღებ ახალ კოდს.
- დაუკავშირდი მხარდაჭერის გუნდს - მოგვწერე ჩატში
ელ-ფოსტის ვერიფიკაცია აუცილებელია ანგარიშის სრულად გასააქტიურებლად.