ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ, როგორ გადააბარო კომპანიის მფლობელობა სხვა მომხმარებელს.
ვინ არის კომპანიის მფლობელი?
კომპანიის მფლობელი არის "სუპერ ადმინისტრატორი", რომელსაც სისტემაში ყველაზე მაღალი იერარქიული სტატუსი აქვს. ჩვეულებრივ, ეს არის პირი, რომელმაც პირველად დაარეგისტრირა კომპანია პლატფორმაზე.
მფლობელი სხვა ადმინისტრატორებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი როლის შეცვლა ან წაშლა სხვა ადმინისტრატორებს არ შეუძლიათ.
კომპანიის მფლობელს მომხმარებლების გვერდზე სახელის გასწვრივ აქვს გვირგვინის სიმბოლო.
როგორ შეცვალო მფლობელი თავად?
თუ შენ ხარ კომპანიის ექაუნთის მფლობელი და გსურს მართვის უფლება სხვა მომხმარებელს გადასცე, მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
- გადადი პარამეტრების გვერდზე.
- აირჩიე ძირითადი სექცია.
- ჩამოშალე კომპანიის მფლობელის ველი.
- აირჩიე სასურველი მომხმარებელი ჩამონათვალიდან და დააჭირე შენახვას.
მფლობელის ცვლილება Signify-ის დახმარებით
თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ ცვლილებას, მოგვწერე ჩატში და მოგვაწოდე იმ ადამიანის ელ-ფოსტა, ვინც უნდა გახდეს ახალი მფლობელი. გაითვალისწინე, რომ ეს პირი უკვე არ უნდა იყოს ამავე ელ-ფოსტით რეგისტრირებული სისტემაში.
უსაფრთხოების წესები
- ცვლილების დასადასტურებლად ექაუნთის ახლანდელი მფლობელი უნდა დაგვიკავშირდეს ჩვენთან რეგისტრირებული ტელეფონით ან ელ-ფოსტით.
- თუ მფლობელი აღარ მუშაობს კომპანიაში, მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოს კომპანიის დირექტორმა ან დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
- დადასტურების შემდეგ ახალი მფლობელი მიიღებს აქტივაციის ბმულს ელ-ფოსტაზე, სადაც შეძლებს უნიკალური პაროლის დაყენებას.
რა მოსდის დოკუმენტებს ექაუნთის მფლობელის ცვლილებისას?
ცვლილების შემდეგ ექაუნთზე არსებული დოკუმენტები ინახება. თუ ექაუნთის ძველ მფლობელს წაშლით, მის ინბოქსში არსებული დოკუმენტებიც წაიშლება.
დოკუმენტების გუნდთან გაზიარება
- მონიშნე სასურველი დოკუმენტი ინბოქსში.
- დააჭირე დოკუმენტის ქმედებების ღილაკს.
- აირჩიე გუნდთან გაზიარება.
- აირჩიე საქაღალდე. აქ გამოგიჩნდება მხოლოდ ის საქაღალდეები, რომელ გუნდშიც ახლა ხარ. თუ სხვა გუნდისთვის გსურს გაზიარება, ჯერ შეცვალე აქტიური გუნდი და შემდეგ გაიმეორე პროცესი.