ამ ინსტრუქციის დახმარებით შეძლებ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დასმას ID ბარათის ან ციფრული შტამპის გამოყენებით.
მნიშვნელოვანი წინაპირობები: გქონდეს მოქმედი ID ბარათი და მისი პინ კოდი, რომელსაც გასცემს იუსტიციის სახლი. გქონდეს ბარათის წამკითხველი მოწყობილობა. კომპიუტერზე დაინსტალირებული გქონდეს ხელმოწერის შესაბამისი პროგრამა.
ნაბიჯები ხელმოწერისთვის
- გახსენი დოკუმენტი და დააჭირე ხელმოწერის ველს.
- აირჩიე სასურველი ხელმოწერის აპლიკაცია: Signify Qualified GEO (რეკომენდებულია ყველა ტიპის კვალიფიციური ხელმოწერისთვის) ან Georgian ID Card (მხოლოდ ID ბარათისთვის).
- თუ პირველად აწერ ხელს, ჩამოტვირთე და დააინსტალირე შემოთავაზებული პროგრამა შენს კომპიუტერზე.
- შეაერთე ბარათის წამკითხველი კომპიუტერზე, მოათავსე მასში ID ბარათი სწორი მიმართულებით.
- დაადასტურე ხელმოწერა შენი პინ კოდით.
თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა ან ვადა გაუვიდა, მის აღსადგენად უნდა მიმართო იუსტიციის სახლს.
ხშირად დასმული კითხვები
-
შემიძლია თუ არა ტელეფონით მოვაწერო ხელი კვალიფიციურად?
გაითვალისწინე, რომ მობილური ტელეფონიდან კვალიფიციურ ხელმოწერას ვერ შეძლებ. ამ პროცესისთვის აუცილებლად დაგჭირდება კომპიუტერი. -
MAC-ზე ვერ ვაყენებ Signify Qualified Geo აპლიკაციას
თუ mac OS-ზე აპლიკაციას ვერ აყენებ, გადმოწერის შემდეგ ერთჯერადად დაგჭირდება პარამეტრებიდან პროგრამის უსაფრთხოების დადასტურება. მიჰყები ამ ნაბიჯებს: How to trust app on Mac -
ახალი პირადობის მოწმობა ავიღე
თუ 2026 წლის იანვრიდან აიღე ახალი პირადობის მოწმობა და Signify Qualified Geo ვერ აღიქვამს ბარათს, ამის მოსაგვარებლად დაგჭირდება პროგრამის ახალი ვერსიის დაყენება. წაშალე არსებული აპლიკაცია და ხელმოწერის პროცესში თავიდან გადმოწერე მისი განახლებული ვერსია. - თუ სისტემა მაინც ვერ ხედავს ბარათს, დარწმუნდი, რომ ბარათი სწორად არის მოთავსებული მოწყობილობაში და ბარათის წამკითხველი მოწყობილობა/USB არ არის დაზიანებული. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა კვლავ ვერ მოგვარდა, მიმართეთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ჩათის მეშვეობით.