ვიდეო იდენტიფიკაციის გავლა საშუალებას გაძლევს, დაადასტურო შენი ვინაობა დისტანციურად, პირადობის მოწმობის ან პასპორტის დასკანერებითა და ვიდეო სელფის გადაღებით, რის შემდეგაც შეძლებ დოკუმენტის ხელმოწერას.
იდენტიფიკაციის პროცესის დაწყებამდე დარწმუნდი, რომ იმყოფები კარგად განათებულ სივრცეში და შენი მოწყობილობის კამერა გამართულად მუშაობს.
ნაბიჯები იდენტიფიკაციისთვის:
- დააჭირე ხელმოწერის ველს დოკუმენტში.
- აირჩიე დოკუმენტის ტიპი, რომლითაც გსურს იდენტიფიკაციის გავლა.
- მიეცი ბრაუზერს კამერაზე წვდომის უფლება, თუ სისტემა ამას მოგთხოვს.
- მოათავსე შენი არჩეული დოკუმენტი ეკრანზე გამოჩენილ ჩარჩოში. თუ პირადობის მოწმობას იყენებ, დაასკანერე ჯერ წინა, შემდეგ უკანა მხარე.
- მოათავსე სახე ოვალში ვიდეო სელფისთვის და დაელოდე რამდენიმე წამი პროცესის დასრულებამდე.
იდენტიფიკაციის წარმატებით გავლისთანავე დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ხელმოწერილად.
ზოგჯერ შეიძლება პროგრამამ შენი სახელი არაზუსტად ამოიკითხოს პასპორტიდან და ასე მოაწერო ხელი დოკუმენტს. ამ შემთხვევაში ქმედების შეცვლას ვეღარ შეძლებ. დაუკავშირდი დოკუმენტის გამომგზავნ კომპანიას, რომ თავიდან გამოგიგზავნოს დოკუმენტი ხელმოსაწერად.