ამ ინსტრუქციის დახმარებით გაარკვევ, რატომ ვერ იღებ ხელმოსაწერ დოკუმენტს ელექტრონულ ფოსტაზე და შეძლებ პრობლემის სწრაფად მოგვარებას.
ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად
- გადაამოწმე გამომგზავნთან მონაცემების სისწორე: დაუკავშირდი დოკუმენტის გამომგზავნს და დარწმუნდი, რომ შენი მეილის მისამართი სწორად არის მითითებული.
- შეამოწმე ხელმოწერის რიგითობა: ჰკითხე გამომგზავნს, ხომ არ არის დოკუმენტზე დაწესებული რიგითობა. შესაძლოა, შენამდე სხვა ადრესატებმა უნდა მოაწერონ ხელი და სანამ ისინი ქმედებას არ დაასრულებენ, დოკუმენტი შენთან არ მოვა.
- მოითხოვე შეხსენების გამოგზავნა: თხოვე გამომგზავნს, გამოიყენოს შეხსენების ფუნქცია, რათა სისტემამ განმეორებით გამოგიგზავნოს შეტყობინება.
- დაათვალიერე სხვა საქაღალდეები მეილზე: შეამოწმე სპამ და პრომოების საქაღალდეები.
თუ პირველად იღებ შეტყობინებას Signify-სგან და გაქვს კორპორატიული მეილი, შესაძლოა თქვენი კომპანიის IT უსაფრთხოების სისტემა ბლოკავდეს უცხო მისამართებს. მიმართე შენს IT გუნდს, რათა სანდო გამომგზავნებში დაამატონ შემდეგი მისამართი: notify@trans.signifyapp.net
- გადაამოწმე შეტყობინებების პარამეტრები: თუ უკვე ხარ Signify-ს რეგისტრირებული მომხმარებელი, გადადი პარამეტრების ღილაკზე და დარწმუნდი, რომ შეტყობინებების მიღება გათიშული არ გაქვს.
- თუ შენ ხარ დოკუმენტის ინიციატორიც და პირველი ხელმომწერიც, ამ შემთხვევაში მეილზე შეტყობინებას არ მიიღებ. შეგიძლია პირდაპირ Signify-ს ინბოქსიდან მოაწერო ხელი
- დაუკავშირდი მხარდაჭერის გუნდს: თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ დაგეხმარა, მოგვწერე Signify-ს ჩატში.
თუ რეგისტრირებული მომხმარებელი ხარ, დოკუმენტის სანახავად მეილის ლოდინი აუცილებელი არ არის. შედი შენს ექაუნთზე და დოკუმენტს იბოქსში იპოვი.