როგორ მოვაწყო კომპანიის სამუშაო სივრცე?
ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ Signify-ზე კომპანიის სრულყოფილი ციფრული გარემო როგორ შექმნა, რაც მოიცავს გუნდების ფორმირებას, როლების განსაზღვრას და თანამშრომლების მოწვევას.
ნაბიჯები სამუშაო სივრცის მოსაწყობად
- გადადი გუნდების გვერდზე და შექმენი იზოლირებული სივრცეები (მაგ: ფინანსები, გაყიდვები, HR), იმისათვის რომ გუნდის წევრებს მხოლოდ საკუთარი დეპარტამენტის დოკუმენტებზე, შაბლონებსა და კონტაქტებზე ჰქონდეთ წვდომა.
- განსაზღვრე მომხმარებლების როლები. თუ სტანდარტული როლები არ არის შენთვის საკმარისი, გადადი პარამეტრებში და შექმენი ახალი, შენს საჭიროებებზე მორგებული როლი. ეს საშუალებას მოგცემთ ზუსტად გაწერო, ვის რა ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა.
როლების შექმნისა და მოდიფიცირების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Enterprise პაკეტის მომხმარებლებისთვის.
- მოიწვიე მომხმარებლები, მიუთითე მათი ელ-ფოსტა და აირჩიე, რომელ გუნდში და რა როლით გსურს მათი დამატება.
- დამატებითი უსაფრთხოებისთვის გადადი უსაფრთხოების პარამეტრებში და გაააქტიურე 2FA ავტორიზაცია ან განსაზღვრე პაროლების პოლიტიკა შენი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.