როგორ ვიხელმძღვანელო მთავარი გვერდით და ნავიგაციით?
ისწავლე Signify-ს პლატფორმაზე ნავიგაცია და სამუშაო სივრცეების მართვა.
მთავარი გვერდის მარცხენა მხარეს დაგხვდებათ ნავიგაციები.
ნავიგაციის ელემენტები
- გუნდი: პლატფორმის მარცხენა კუთხეში, დაინახავ იმ გუნდის სახელს, რომელშიც ამჟამად მუშაობ. გამოიყენე ჩამოსაშლელი ისარი სხვა გუნდის სივრცეზე გადასასვლელად.
-
ინბოქსი: აქ თავმოყრილია ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შენ გაქვს ხელმოსაწერი ან დასადასტურებელი.
ინბოქსში მხოლოდ იმ დოკუმენტებს დაინახავ, რომლებიც ზუსტად იმ ელ-ფოსტაზეა გამოგზავნილი, რომლითაც ავტორიზებული ხარ სისტემაში. - დოკუმენტები: ამ გვერდიდან შეგიძლია გუნდის სივრცეში არსებული ყველა დოკუმენტის მართვა და დახარისხება.
- შაბლონები: ხშირად გამოყენებადი დოკუმენტების და პროცესების შექმნა დროის დასაზოგად.
- ფორმები: შეგიძლია შექმნა შესავსები ფორმები და გაუზიარო სხვებს ლინკის ან QR კოდების საშუალებით.
- კონტაქტები: შექმენი და მართე იმ ადამიანების სია, ვისთანაც გაგზავნი ხოლმე დოკუმენტებს.
დახმარება და პარამეტრები
6. დახმარება: დააჭირე დახმარების ღილაკს, იმისათვის, რომ გაეცნო ინსტრუქციებს, ნახო სასწავლო ვიდეოები ან პირდაპირ დაუკავშირდე მხარდაჭერის გუნდს ჩათის მეშვეობით. ჩათში თავდაპირველად ჩვენი AI აგენტი გიპასუხებს. თუ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღე, მოგვწერე ტექსტი დამაკავშირე აგენტს ჩათში და დაგვიტოვე მეილი, რომ დაგიკავშირდეთ.
7. პარამეტრები: ექაუნთის მართვისთვის გადადი პარამეტრების გვერდზე.
8. სისტემიდან გამოსასვლელად დააჭირე შენს ინიციალებს და აირჩიე სისტემიდან გასვლა.
დოკუმენტების სტატუსები
მთავარ გვერდზე ეკრანის ცენტრალურ ნაწილში თვალი ადევნე დოკუმენტების სტატუსებს:
- პროცესშია: გაგზავნილი დოკუმენტები, რომლებიც ელოდება ქმედებას.
- დასრულებული: წარმატებით ხელმოწერილი დოკუმენტები.
- უარყოფილი: ვადაგასული ან მიმღების მიერ უარყოფილი დოკუმენტები.
- დაიმპორტებული: Signify-ზე შესანახად ატვირთული დოკუმენტები.
აქვე შეგიძლია შეცვალო სტატისტიკის დროის მონაკვეთი: მიმდინარე თვე, ბოლო 3 ან 6 თვე, ან "ყველა დრო".
მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს დაგხვდება სიახლეები, შენზე მორგებული შეთავაზებები და ხშირად გამოყენებადი შაბლონები, საიდანაც შეგიძლია ერთი დაჭერით დაიწყო დოკუმენტის გაგზავნის პროცესი.