აირჩიე, რომელ არხში მიიღოს ხელმომწერმა დოკუმენტი
თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია განსაზღვრო თუ სად გაეგზავნოს დოკუმენტი:
- ელ-ფოსტით - მისდის შეტყობინება ელ-ფოსტაზე და ბმულით გადადის დოკუმენტზე
- SMS ლინკით - მისდის შეტყობინება SMS-ის სახით და გადადის დოკუმენტზე
- ბმულით - დოკუმენტის გამზადებისას გენერირდება ბმული, რომელსაც პირდაპირ, სასურველი გზით გაუზიარებ დოკუმენტის მიმღებს (WhatsApp, messenger და სხვა.)
გაზიარების ტიპები შეზღუდულია პაკეტების მიხედვით:
- ელ-ფოსტით გაგზავნა შედის ყველა პაკეტში;
- SMS ლინკით გაგზავნა - ბიზნეს პროსა და ენტერპრაიზ პაკეტებში;
- ბმულით გაზიარება - მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში.