განსაზღვრე მიმღებთა როლები დოკუმენტის გაგზავნისას
თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია აირჩიო შემდეგი 6 როლიდან ერთ-ერთი:
- ხელმომწერი - ხელს აწერს დოკუმენტს და ამ გზით ეთანხმება დოკუმენტში შემავალ პირობებს.
- დამდასტურებელი - ადამიანი, რომელიც არის დოკუმენტის დამვიზირებელი.
- ასლის მიმღები - არ ასრულებს არანაირ ქმედებას, უბრალოდ ეგზავნება დოკუმენტის ასლი. თუ ასლის მიმღები, მიმღებთა მიმდევრობაში ბოლოშია ჩასმული, ის დასრულებული დოკუმენტის ასლს მიიღებს.
- ხელმოწერის მოწმე - შუამავალი როლის მქონე პირი, ვისაც ეგზავნება დოკუმენტი და რომლის მოწყობილობაშიც (მაგ. მობილური, კომპიუტერი, პლანშეტი) უნდა მოაწეროს ხელი ხელმომწერმა. გამოგადგება იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერ პირს არ აქვს წვდომა თანამედროვე მოწყობილობებთან ან გსურს ხელი შენი თანდასწრებით მოაწეროს.
ხელმომწერები და დამდასტურებლები დასრულებულ
დოკუმენტს ავტომატურად იღებენ, თუ ეს მათი უფლებებიდან არ გაქვს გამორთული. არ არის
საჭირო მათი დამატება როგორც ასლის მიმღების. გამოიყენე
ასლის მიმღები მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სჭირდება
დოკუმენტის მიღება ქმედების გარეშე.
მიმღებთა როლები შეზღუდულია პაკეტების მიხედვით:
- ხელმომწერი და ასლის მიმღები ხელმისაწვდომია ყველა პაკეტში.
- დამდასტურებელი, ხელმოწერის მოწმე და გადამისამართება ხელმისაწვდომია ბიზნეს პროსა და ენტერპრაიზ პაკეტებში.
- ავტომატური ხელმომწერი ხელმისაწვდომია მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში.