Signify Print გამოგადგება, თუ გჭირდება, რომ შენმა თანამშრომლებმა შაბლონური დოკუმენტები ისე გააგზავნონ, რომ Signify-ზე არ დალოგინდნენ და ამასთან Signify-სთან შენი სისტემების ინტეგრაციას ვერ ახერხებ.
Signify Print არის ერთგვარი პრინტერის დრაივერის აპლიკაცია, რომელიც შენი კომპანიის სისტემაში დაემატება როგორც ჩვეულებრივი პრინტერი, თუმცა ბეჭდვის ნაცვლად Signify-ზე შექმნის დოკუმენტს. შედეგად ნებისმიერი პროგრამიდან (მაგ: Word, Browser…), სადაც არის ბეჭდვის ფუნქცია - შეძლებ დოკუმენტის ავტომატურად ატვირთვას Signify-ზე და ხელმოსაწერად გაგზავნას.
როგორ მუშაობს Signify Print?
- ააწყვე შაბლონი Signify-ზე. (გაიგე, შაბლონებზე მეტი ინფორმაცია ამ ბმულზე),
- ჩამოტვირთე და დააინსტალირე Signify Print აპლიკაცია,
- ე.წ. Windows-ის System tray-ში - ქვედა მარჯვენა კუთხეში, მოძებნე Signify Print-ის ლოგო და მენიუდან აირჩიე Connect,
- შეიყვანე შენი Signify-ის მომხმარებლის მონაცემები ავტორიზაციისთვის,
- აირჩიე შესაბამისი გუნდი, რომელშიც იმუშავებ ავტორიზაციის შემდეგ, Signify Print უკავშირდება შენს ანგარიშს,
- ამით Signify Print უკვე დაკავშირებულია შენს ანგარიშთან. ახლა უკვე ნებისმიერი პროგრამიდან ბეჭდვისას, სტანდარტული Printer-ის ნაცვლად აირჩიე Signify Print.
სულ ესაა! ამიერიდან დოკუმენტის გაგზავნას სისტემაში შესვლის გარეშე შეძლებ.
გაითვალისწინე:
• შაბლონის პარამეტრებში აუცილებლად უნდა მიუთითო “სხვა, მსგავსი ფაილით” გაგზავნა.
• უნდა გქონდეს მონიშნული “შესაძლებელია სწრაფი გაგზავნა”.
• დოკუმენტზე უნდა არსებობდეს ყველა ხელმომწერისთვის ხელმოწერის ველი.
• Signify Print ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემაზე.