როგორ მოვაწერო ხელი დოკუმენტს Signify-ზე რეგისტრაციის გარეშე?
დოკუმენტი შეიძლება მიიღო:
- ელ.ფოსტით
- SMS - ით
- ლინკის სახით სხვა აპლიკაციაში (მაგ. WhatsApp, Messenger და სხვ.)
ნაბიჯები:
1. გახსენი მიღებული შეტყობინება
დოკუმენტის სანახავად მეილში დააჭირე ღილაკს "გახსნა" ან ტელეფონში - ლინკს.
2. გადახვალ დოკუმენტის საინფორმაციო გვერდზე
დაინახავ დეტალებს დოკუმენტის შესახებ.
3. დაადასტურე შეტყობინება
დააჭირე ღილაკს "დაწყება" შეტყობინებაზე თანხმობის შემდეგ.
4. გაეცანი დოკუმენტს
დააჭირე ღილაკს “დაწყება” - ეს გადაგიყვანს შენთვის განკუთვნილ ხელმოწერის ველზე, შემდეგ კი დააჭირე მას.
5. აირჩიე ხელმოწერის ფორმა:
- ტექსტური ვარიანტი - შენი სახელი და გვარი წინასწარ შევსებულია
- მოხაზვა -შეგიძლია ხელმოწერა თავად დახატო
- ატვირთვა - შეგიძლია ატვირთო შენი ფაქსიმილია
6. დააჭირე ღილაკს “ხელმოწერა” და მზადაა!
დოკუმენტს წარმატებით მოეწერა ხელი.
7. გადმოტვირთე დოკუმენტი
სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გადმოიწერო დოკუმენტის ხელმოწერილი ვერსია.
როგორ მოვაწერო ხელი, თუ Signify-ზე ვარ რეგისტრირებული?
თუ ხელმოსაწერი დოკუმენტი იმ მეილზე გამოგიგზავნეს, რომლითაც Signify-ზე ხარ რეგისტრირებული, მას პირდაპირ პლატფორმაზეც ნახავ. ხელმოსაწერად:
1. შედი შენს ანგარიშში
2. გახსენი ინბოქსიდან სასურველი დოკუმენტი
3. მიჰყევი ზემოთ აღწერილ ნაბიჯებს ხელმოწერისთვის
ინფორმაცია სამართლებრივი ძალის შეტყობინების შესახებ
Signify-ის ელექტრონული ხელმოწერა მუშაობს ისეთი სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში,
როგორიცაა ევროკავშირის eIDAS რეგულაცია და აშშ-ის ESIGN Act / UETA. შესაბამისად, მას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს. პლატფორმა აღრიცხავს ხელმოწერის პროცესის თითოეულ ნაბიჯს, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.
თუმცა, ვერ დაგიდასტურებთ, აქვს თუ არა კონკრეტულ დოკუმენტს იურიდიული ძალა თქვენს სიტუაციაში - ეს დამოკიდებულია დოკუმენტის ტიპზე, იურისდიქციასა და ხელმოწერის ტიპზე. ზოგიერთი ტიპის დოკუმენტი შესაძლოა დამატებით ან სხვა ფორმალობებს მოითხოვდეს. ამის შესაფასებლად, გირჩევთ, მიმართო იურიდიულ მრჩეველს.
წინამდებარე ,,დახმარების” სტატიები აღწერს მხოლოდ პლატფორმისთვის დამახასიათებელ პროცესებს და არა შენ მიერ პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ქმედებების, მათ შორის, დოკუმენტზე ხელმოწერის, იურიდიულ შედეგებს.