ეს ინსტრუქცია დაგეხმარება Signify-ზე შექმნა და მართო ცალკე სამუშაო სივრცეები სხვადასხვა გუნდისთვის. თითოეულ გუნდში შეგიძლია განსაზღვრო მომხმარებლების როლები და წვდომები, რომ თანამშრომლებმა თავიანთ დოკუმენტებსა და პროცესებზე იმუშაონ.
1. სად მოვძებნო გუნდის პარამეტრები Signify-ზე?
- გადადი პარამეტრებში
- მენიუში აირჩიე გუნდები
გუნდების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტების მომხმარებლებისთვის.
2. როგორ შევქმნა ახალი გუნდი?
- გუნდების მართვის გვერდზე დააჭირე ღილაკს + ახალი გუნდი
- შეიყვანე გუნდის სახელი (მაგალითად, „იურიდიული“ ან „HR “), აირჩიე გუნდის მომხმარებლები, მათი როლები და დააჭირე შენახვას
3. რაში გამოვიყენებ გუნდებს?
გუნდების ფუნქციონალი გეხმარება კომპანიის დოკუმენტებისა და სამუშაო პროცესების ორგანიზებაში:
- დამოუკიდებელი სამუშაო სივრცეები: თითოეულ გუნდს აქვს საკუთარი დოკუმენტები და რესურსები, რომლებზე წვდომაც მომხმარებლებს მინიჭებული როლების მიხედვით აქვთ.
- ერთობლივი მუშაობა: გუნდის მომხმარებლებს შეუძლიათ შაბლონების, ფორმებისა და კონტაქტების გაზიარება და გამოყენება შესაბამისი უფლებების ფარგლებში.
- ორგანიზებული დოკუმენტები: გუნდებისთვის გამოყოფილი საქაღალდეები ამარტივებს დოკუმენტების შენახვას, მოძიებასა და მართვას.
- წვდომების მართვა: თითოეული მომხმარებლისთვის შეგიძლია განსაზღვრო განსხვავებული როლი და უფლებები სხვადასხვა გუნდში.
4. როგორ ვმართო გუნდის მომხმარებლები?
გუნდის მომხმარებლებისა და მათი როლების მართვა შეუძლიათ ადმინისტრატორსა და გუნდის მენეჯერს, შესაბამისი უფლებების ფარგლებში.
ადმინისტრატორისთვის
ადმინისტრატორს შეუძლია კომპანიის ყველა გუნდის მომხმარებლებისა და მათი როლების მართვა.
- გადადი პარამეტრები → გუნდები
- სასურველი გუნდის გასწვრივ დააჭირე რედაქტირების ხატულას
3. გახსნილ ფანჯარაში შეგიძლია:
- დაამატო მომხმარებელი - მოძებნო სასურველი მომხმარებელი სახელით ან ელფოსტით და დაამატო გუნდში
- შეცვალო მომხმარებლის როლი - თითოეული მომხმარებლის გასწვრივ ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიო სასურველი როლი
-
წაშალო მომხმარებელი გუნდიდან - მომხმარებლის გასწვრივ დააჭირო წაშლის ხატულას
- ცვლილებების შესანახად დააჭირე შენახვას
გუნდის მენეჯერისთვის
გუნდის მენეჯერს შეუძლია იმ გუნდის მომხმარებლებისა და მათი როლების მართვა, რომელსაც მართავს.
- გადადი სასურველი გუნდის სივრცეში
- გახსენი მიმდინარე გუნდი → მომხმარებლები
- აქ შეგიძლია მართო გუნდის მომხმარებლები, შეცვალო მათი როლები ან წაშალო ისინი გუნდიდან
მომხმარებლის უფლებები დამოკიდებულია გუნდში მის როლზე. ერთი მომხმარებელი შეიძლება სხვადასხვა გუნდში განსხვავებული როლით იყოს დამატებული.
გაიგე მომხმარებლის როლების შესახებ უფრო ვრცლად.
5. შაბლონების გადატანა და კოპირება
შეგიძლია შაბლონები ერთი გუნდიდან მეორეში გადაიტანო ან დააკოპირო.
- შაბლონების გვერდზე მონიშნე სასურველი შაბლონები
- დააკლიკე სხვა გუნდში გადატანას
გადატანის დროს შეგიძლია მონიშნო ასლის შექმნა და არჩეული შაბლონები ორივე გუნდში დარჩება.
მსგავსი პრინციპით შეგიძლია დოკუმენტებისა და კონტაქტების გადატანა ან დაკოპირებაც.
6. როგორ წავშალო გუნდი?
- გუნდების მართვის გვერდზე სასურველი გუნდის გასწვრივ დააჭირე სამ წერტილს
- აირჩიე წაშლა
გაითვალისწინე, რომ გუნდთან ერთად მისი დოკუმენტებიც წაიშლება.