როგორ შევქმნა, გამოვიყენო და ვმართო გუნდები Signify-ზე?
ეს ინსტრუქცია დაგეხმარება Signify-ზე შექმნა და გამართო ცალკე სივრცე ყველა გუნდისთვის, რომ თანამშრომლებმა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა, ისე რომ ერთმანეთის დოკუმენტებთან შეხება არ ჰქონდეთ.
სად მოვძებნო გუნდის პარამეტრები Signify-ზე?
- ზედა მარჯვენა კუთხეში მოძებნე პარამეტრები
- მარცხენა მენიუში, აირჩიე გუნდები.
გუნდის ფუნქციონალი განკუთვნილია ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტების მომხმარებლებისთვის.
როგორ შევქმნა ახალი გუნდი?
- გუნდის მართვის გვერდზე, დააჭირე ღილაკს + გუნდი
- შეიყვანე გუნდის სახელი (მაგალითად: "იურიდიული დეპარტამენტი" ან "HR გუნდი"), აირჩიე გუნდის მომხმარებლები და დააჭირე შენახვას
რაში გამოვიყენებ გუნდებს?
გუნდების ფუნქციონალი აუმჯობესებს კომპანიის შიდა რესურსების მოქნილობას:
- ადმინისტრირება: ადმინისტრატორი აკონტროლებს გუნდების შიდა პროცესებს და აქვს წვდომა ყოველი გუნდის, ყველადოკუმენტზე
- ერთიანი მართვა: გუნდის მომხმარებლებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს შაბლონები, ფორმები და კონტაქტები.
- ორგანიზებული სივრცე: დოკუმენტებისა და პროცესების შენახვა გუნდისთვის გამოყოფილ საქაღალდეებში, რაც ამარტივებს ძიებასა და მართვას.
როგორ ვმართო გუნდი?
როგორც ადმინისტრატორს, შეგიძლია მართო გუნდის მომხმარებლები და მათი შიდა რესურსები, განსაზღვრო ვის რაზე ჰქონდეს წვდომა.
შაბლონების გადატანა/კოპირება
- შაბლონების გვერდზე მონიშნე სასურველი შაბლონები
- დააკლიკე სხვა გუნდში გადატანას
გადატანის დროს შეგიძლია მონიშნო ასლის შექმნა და არჩეული შაბლონები დარჩება ორივეგან
მსგავსი პრინციპით შეგიძლია როგორც დოკუმენტების, ასევე კონტაქტების გადატანა/დაკოპირება
გუნდის წასაშლელად გუნდის გასწვრივ მოძებნე სამი წერტილი და აირჩიე წაშლა.
გაითვალისწინე, რომ გუნდთან ერთად მისი დოკუმენტებიც წაიშლება.