როგორ ვმართო უსაფრთხოების პარამეტრები Signify-ზე
ამ ინსტრუქციაში გაიგებ, თუ როგორ მართო შენი კომპანიის უსაფრთხოების პარამეტრები Signify-ის პლატფორმაზე, იმისათვის, რომ დაიცვა შენი მონაცემები და რეგულაციები.
როგორ გავმართო უსაფრთხოების პარამეტრები?
- გადადი პარამეტრების გვერდზე
- მარცხენა მენიუში კომპანიის პარამეტრებიდან აირჩიე უსაფრთხოება.
უსაფრთხოების პარამეტრების მართვა შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატორის უფლებების მქონე მომხმარებლებისთვის.
უსაფრთხოების განყოფილებაში შეგიძლია დააკონფიგურირო შემდეგი ძირითადი პარამეტრები:
- ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)
გაიგე მეტი ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის შესახებ
- სესიის ტაიმაუტი:
განსაზღვრე უმოქმედობის შემთხვევაში რამდენ ხანში მოხდეს აქტიური სესიის შეწყვეტა.
- პაროლების პოლიტიკა:
დააყენე მინიმალური მოთხოვნები პაროლისთვის (მაგალითად, მინიმალური სიგრძე, ასოების, რიცხვების და სიმბოლოების გამოყენება).
- პაროლის ვადა:
განსაზღვრე, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეცვალოს მომხმარებელმა პაროლი.
IP მისამართების შეზღუდვა:
- გააკონტროლე, საიდან ხდება სისტემაში წვდომა.
- დაამატე ახალი IP: მიუთითე კონკრეტული IP მისამართები, რომლებსაც მიეცემათ წვდომა პლატფორმაზე.
- წაშალე IP: ამოიღე ადრე დამატებული მისამართები.
- შეგიძლია მონიშნო კონკრეტული მომხმარებელი, ვისზეც გინდა რომ არ გავრცელდეს ეს შეზღუდვა.
- ასე შეგიძლია უზრუნველყო, რომ წვდომა შესაძლებელი იყოს მხოლოდ შენი კომპანიის ქსელიდან.
დარწმუნდი, რომ დაყენებული პარამეტრები შეესაბამება შენი ორგანიზაციის უსაფრთხოების შიდა პოლიტიკას და გარე რეგულაციებს (მაგ. GDPR).
Signify იყენებს მოწინავე დაშიფვრის მეთოდებს, მაგრამ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია კომპანიის ინფორმაციას კიდევ უფრო დაცულს ხდის.