ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ, თუ რა ქმედებების შესრულება შეგიძლია გაგზავნილ დოკუმენტებზე.
გადადი დოკუმენტების გვერდზე ნავიგაციიდან. მოძებნე სასურველი დოკუმენტი და დააჭირე სამ წერტილს მის გასწვრივ.
- დოკუმენტის გამოთხოვა: თუ პროცესში მყოფი დოკუმენტის გაუქმება გინდა აირჩიე გამოთხოვა. ამ დროს მიმღები პირები მიიღებენ შეტყობინებას დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ და დოკუმენტზე წვდომა შეეზღუდებათ.
-
მიმღებების კორექტირება: თუ გაგზავნილ დოკუმენტზე გინდა მიმღები პირების მონაცემების შეცვლა დააჭირე კორექტირებას. აქ შეგიძლია შეცვალო სახელი და გვარი, მეილი, ტელეფონის ნომერი, უფლებები, ავთენთიფიკაციის მეთოდი, საკონტაქტო არხი ან ხელმოწერის რიგითობა.
კორექტირების რეჟიმში შეგიძლია შეცვალო მიმღების მონაცემები ან წაშალო მიმღები, თუმცა ვერ შეძლებ თავად დოკუმენტის შეცვლას ან ახალი მიმღების დამატებას. მიმღების კორექტირება შეგიძლია მანამ, სანამ ის მისი როლით განსაზღვრულ ქმედებას (მაგ. ხელმოწერა, გადამისამართება) შეასრულებს. -
დოკუმენტის დეტალები: თუ გსურს დოკუმენტის დეტალური ინფორმაციის ნახვა, აირჩიე დოკუმენტის დეტალები. აქ ნახავ ატრიბუტებს, ქმედებების ისტორიას და ვინ რა ქმედება შეასრულა.
შეხსენება: თუ გინდა მიმღებს ხელმოწერის ან სხვა საჭირო ქმედების შესრულება შეახსენო, შეგიძლია ხელით გაუგზავნო შეხსენება. - ორგანიზება: დოკუმენტის ორგანიზებისთვის გამოიყენე ღილაკები: სახელის შეცვლა, საქაღალდეში გადატანა, გადმოწერა, ან წაშლა.
- ასლის შექმნა: თუ გსურს არსებული დოკუმენტის საფუძველზე ახალი პროცესის დაწყება, დააჭირე ასლის შექმნას. სისტემა შექმნის დოკუმენტის იდენტურ ასლს, სადაც შეძლებ პარამეტრების შეცვლას და ხელახლა გაგზავნას. ასლის შექმნა კომფორტულია, როცა იგივე დოკუმენტი გაქვს გასაგზავნი მინიმალური ცვლილებით და არ გინდა ყველა პროცესის თავიდან გავლა.
შეხსენების ხელით გაგზავნა
თუ მიმღებმა ვერ ნახა შეტყობინება, დაკარგა მეილი/SMS, ან გინდა დამატებით შეახსენო ქმედების შესრულება, შეგიძლია შეხსენება ხელით გაუგზავნო.
ამისთვის გახსენი პროცესში მყოფი დოკუმენტი და შესაბამის მიმღებთან დააჭირე შეხსენების ღილაკს.
ქმედებები ყველა დოკუმენტზე ერთდროულად
ყველა დოკუმენტზე ერთობლივი ქმედებისთვის მონიშნე დოკუმენტები სიის მარცხენა მხარეს არსებული მოსანიშნი ველით, ან ზედა პანელიდან მონიშნე ყველა დოკუმენტი. მონიშვნის შემდეგ, ზედა პანელიდან შეგიძლია ერთდროულად:
- წაშალო ყველა დოკუმენტი
- გადაიტანო საქაღალდეში
- გააზიარო სხვა გუნდში
- გადმოწერო ან მიანიჭო ტეგი