როგორ დავახარისხოთ და მოვძებნოთ დოკუმენტები Signify-ში
ტეგები გეხმარებიან დოკუმენტების ორგანიზებასა და სწრაფ მოძიებაში დამატებითი ლოგიკით - საქაღალდეებისგან დამოუკიდებლად. თუ გჭირდება დოკუმენტების ტიპით ან სხვა მახასიათებლით გამოყოფა, ტეგების გამოყენება სწორედ ამისთვისაა.
ტეგები განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა:
- ბევრი დოკუმენტი გაქვს
- დოკუმენტები ერთზე მეტ თემატიკას მიეკუთვნება
- გინდა სწრაფად მოძებნო კონკრეტული ტიპის ფაილები
ტეგების მართვა
სამართავად დააკლიკე ტეგების მართვას დოკუმენტების გვერდზე.
ტეგების მართვისას შეგიძლია:
• დაამატო, დაარედაქტირო და წაშალო ტეგები;
• ნახო, რამდენ დოკუმენტს აქვს მინიჭებული კონკრეტული ტეგი.
ტეგის მინიჭება ერთ დოკუმენტზე
1. დოკუმენტების გვერდზე, ტეგის სვეტში დააჭირე “+ ტეგი”
2. აირჩიე არსებული ან შექმენი ახალი ტეგი
ტეგის მინიჭება რამდენიმე დოკუმენტზე
1. მონიშნე რამდენიმე დოკუმენტი
2. დააკლიკე ტეგის ნიშანს
3. აირჩიე სასურველი ტეგი ჩამონათვალიდან
ტეგის სწრაფი შექმნა
- დოკუმენტების გვერდზე დააკლიკე + ტეგი
- ძიებაში აკრიფე ტეგის დასახელება
- დააჭირე
1. მიანიჭე სახელი
2. აირჩიე ფერი
3. დააჭირე “შენახვას”
ტეგის მინიჭება შექმნის ეტაპზე
ტეგის მინიჭება შესაძლებელია იმ მომენტშივე, როცა ქმნი:
- ახალ დოკუმენტს
- შაბლონს
- ან ფორმას
ნაბიჯები:
1. დოკუმენტის ბოლო ეტაპზე, ჩამოშალე საქაღალდეები და ტეგები
2. ჩამოშალე ტეგები
3. მონიშნე სასურველი ტეგი
არჩეული ტეგები ავტომატურად მიენიჭება დოკუმენტს შექმნის შემდეგ
ტეგების გამოყენება ძიებასა და ფილტრაციაში
ტეგები ეხმარება შენს გუნდს სწრაფად იპოვნოს საჭირო დოკუმენტები. შეგიძლია, როგორც 1 ტეგით ფილტრაცია, ასევე, რამდენიმე ტეგით ამოფილტრვაც.
1. ჩამოშალე ტეგის ფილტრი
2. მონიშნე სასურველი ტეგი
თუ დოკუმენტების გვერდზე ტეგის ფილტრი არ გიჩანს:
1. დააკლიკე +ფილტრი
2. ჩამონათვალიდან მონიშნე ტეგ(ებ)ი