თუ კომპანიაში მხოლოდ ერთ საკონტაქტო პირს იცნობ, რომელსაც არ აქვს დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება, გადამისამართების ფუნქცია დაგეხმარება.
გადამმისამართებელი თავად მიუთითებს იმ საბოლოო ხელმომწერს, რომლის საკონტაქტო მონაცემებიც შენ არ გაქვს.
ნაბიჯები პროცესის დასაწყებად
- დოკუმენტის მომზადებისას, მიმღებების სექციაში შეიყვანე იმ ადამიანის მონაცემები, ვისთანაც გაქვს კომუნიკაცია.
- როლების ჩამონათვალში აირჩიე გადაამისამართოს.
- ქვედა ველში შეიყვანე ხელმომწერის სახელი და გვარი.
- დოკუმენტზე დასვი ხელმოწერის ველი მისთვის, ვინც ხელს აწერს. გადამმისამართებელს ველი არ ჭირდება.
მიმღები მიიღებს შეტყობინებას, გახსნის დოკუმენტს და ღილაკზე "გადამისამართება" დაჭერით შეიყვანს რეალური ხელმომწერის სახელს, გვარსა და ელ-ფოსტას.
აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია Business Pro და Enterprise პაკეტებში.