გაგზავნე ათასობით უნიკალური დოკუმენტი ერთდროულად
გაიგე, როგორ გააგზავნო ერთი დოკუმენტის მრავალი პერსონალიზებული ასლი ერთდროულად, რაც დაზოგავს დროს და მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს.
ჯგუფური გაგზავნა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:
- თანამშრომლებთან მასობრივი კომუნიკაცია (მაგ. ხელშეკრულების ცვლილებები თუ სხვა)
- კონფ. პოლიტიკაზე ან პირობებზე თანხმობის შეგროვება
- კორპუსის მობინადრეთა თანხმობები
- და სხვა.
ჯგუფური გაგზავნის გამოყენება შეუძლიათ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტის მომხმარებლებს დამატებითი Add-on-ის შეძენით.
დოკუმენტის მომზადება ჯგუფური გაგზავნისთვის
1. დოკუმენტის გაგზავნის დროს დაამატე მიმღებთა ჯგუფი
- მიმღებების გასწვრივ დააჭირე მარჯვენა მხარეს მდებარე ჩამოსაშლელ ისარს
- აირჩიე "ჯგუფური გაგზავნა"
აქვე შეგიძლია ამ ჯგუფისთვის როლი, ავტენთიფიკაციისა და უფლებების პარამეტრები შეარჩიო.
დოკუმენტზე ველების დამატება
- თუ ინფორმაციას შენით შეავსებ, აირჩიე შემსრულებლად გამგზავნი და გადაიტანე ტექსტური ველი
- დაარქვი შესაბამისი სახელი.
სახელის დარქმევა დაგეხმარება ინფორმაციის სწორ ადგილას შეიყვანო.
- თუ გინდა ინფორმაცია მიმღებმა დოკუმენტის შევსებისას თავად მიუთითოს, მაშინ გადმოიტანე მიმღებთა ჯგუფის ველები
(მაგ., პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, მისამართი და სხვა)
როგორ შევიყვანო ჯგუფის მონაცემები?
ამისთვის გაქვს 2 ვარიანტი
ვარიანტი 1: Excel-ით შეტვირთვა
თუ ბევრი მიმღები გყავს, მათი ექსელით შეტვირთვა გაცილებით კომფორტული იქნება და ბევრ დროსაც დაგიზოგავს.
- დააჭირე მიმღებთა ჯგუფს, შემდეგ კი*ფაილით ატვირთვას"
- გადმოწერე Excel-ის შაბლონი, შეავსე და ატვირთე
- დოკუმენტები შევსებული იქნება იმ მონაცემებით, რაც Excel-ით შეტვირთე
- დოკუმენტის სახელში ავტომატურად იწერება მიმღების სახელი და გვარი, ადვილად რომ მიაგნო დოკუმენტებს
- შეგიძლია თვალი ადევნო სტატუსებს (პროცესშია, დასრულებულია, და სხვ.)
ვარიანტი 2: ცხრილის ხელით შევსება
- დააჭირე “მიმღებთა ჯგუფს”
- შეიყვანე თითოეული ხელმომწერის მონაცემები ხელით
- გადადი შემდეგზე და დააკონფიგურირე სხვადასხვა დეტალი:
1. შეტყობინების ტექსტი,
2. გამგზავნის ვინაობა,
3. დოკუმენტზე წვდომის პერიოდი,
4. შეხსენებები,
5. საქაღალდე, ტეგი და ა.შ.
- დააჭირე "გაგზავნას"
- გაიხსნება ფანჯარა, სადაც დაინახავ გაგზავნის პროგრესს.
როგორ ვნახო დოკუმენტის სტატუსი?
- დოკუმენტების გვერდზე გამოჩნდება თითოეული მიმღებისთვის შექმნილი უნიკალური დოკუმენტი, შესაბამისად, ინდივიდუალურად დაინახავ ვინ გახსნა თუ მოაწერა ხელი
რაში გამოვიყენებ ჯგუფურ გაგზავნას?
- დაზოგავ დროს: ასობით დოკუმენტი იგზავნება ერთდროულად
- მინიმუმამდე დაიყვან ხელით შევსებას
- თითოეულ მიმღებს ექნება თავისი უნიკალური, პერსონალიზებული დოკუმენტი
- მარტივად ადევნებ დოკუმენტების სტატუსს თვალს