ამ ფუნქცით დოკუმენტი ხელმოწერილი იქნება ადგილზე, მოწმის მონაწილეობით - რაც უზრუნველყოფს პროცესის სანდოობას.
თანდასწრებით ხელმოწერა ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტებში.
როგორ გავგზავნო დოკუმენტი თანდასწრებით ხელმოსაწერად?
მიმღების როლში მიუთითე ხელმოწერის მოწმე. მოწმე იქნება ის პირი, რომელიც დოკუმენტს მიიღებს, გახსნის და დაეხმარება ხელმომწერს ხელმოწერის პროცესში.
დოკუმენტის გაგზავნამდე შეავსე შემდეგი ველები:
- მოწმის სახელი და გვარი
- ტელეფონი ან ელფოსტა
- ქვედა ველში კი მიუთითე ხელმომწერის სახელი და გვარი
რეკომენდებულია ხელმომწერისთვის SMS ავტენტიფიკაციის ჩართვა. ასე დარწმუნდები, რომ ხელი მოაწერა სწორედ იმ ადამიანმა, ვინც ადგილზე იმყოფებოდა და თავად შეიყვანა კოდი.
დოკუმენტზე გადაიტანე მხოლოდ ხელმომწერისთვის განკუთვნილი ველი. მოწმე მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და მას არ აქვს ველები.
ველის განთავსების შემდეგ, დააჭირე ღილაკს - „გაგზავნა“.
დოკუმენტი გაეგზავნება მოწმეს, რომელიც დაეხმარება ხელმომწერს ხელმოწერის გაკეთებაში.
რას ხედავს მოწმე, როცა მიიღებს დოკუმენტს?
როცა მოწმე გახსნის დოკუმენტს, გამოჩნდება შეტყობინება, რომ გამგზავნმა მიანიჭა მას მოწმის როლი. ასევე გამოჩნდება ინსტრუქცია, რომ:
- გადასცეს მოწყობილობა ხელმომწერს
- დაესწროს ხელმოწერის პროცესს
- დაეხმაროს ხელმომწერს პროცესის დასრულებაში
მოწმემ უნდა დააჭიროს ღილაკს „დაწყება“.
ამის შემდეგ გამოჩნდება გაფრთხილება, რომ მოწყობილობა უნდა გადაეცეს ხელმომწერს.
როდესაც მოწმე გადასცემს მოწყობილობას ხელმომწერს. ხელმომწერი გაეცნობა დოკუმენტის შინაარსს და დააჭერს ხელმოწერის ველს. ამ დროს სისტემიდან გაეგზავნება ერთჯერადი SMS კოდი, რომლის შეყვანის შემდეგ ხელმოწერა წარმატებით დასრულდება.
რა ხდება ხელმოწერის დასრულების შემდეგ?
ხელმოწერის დასრულებისთანავე Signify აფიქსირებს პროცესის ყველა ნაბიჯს - ვინ მიიღო დოკუმენტი, როდის გადაეცა მოწყობილობა, ვინ შეიყვანა კოდი და როდის მოეწერა ხელი. ეს ნაბიჯები აღირიცხება და ხელმისაწვდომია დოკუმენტთან ერთად.
რჩევები უკეთესი გამოცდილებისთვის
- დარწმუნდი, რომ მოწმე ადგილზე იმყოფება და მოწყობილობა უშუალოდ გადაეცემა ხელმომწერს.
- გამოიყენე SMS ავტენტიფიკაცია დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
თანდასწრებით ხელმოწერა დაგეხმარება, მარტივად და უსაფრთხოდ მოაწერინო ხელი დოკუმენტზე მაშინაც კი, როცა ხელმომწერი ვერ ახერხებს დისტანციურ ხელმოწერას.