კონტაქტების ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს მარტივად შექმნა და მართო იმ პირებისა და კომპანიების სია, ვისთანაც ხშირად აგზავნი დოკუმენტებს, რაც დოკუმენტის გაგზავნის პროცესს აჩქარებს.
როგორ დავამატო ახალი კონტაქტები?
კონტაქტების დამატებისთვის გამოიყენე ერთ-ერთი მეთოდი:
- ნავიგაციიდან გადადი კონტაქტების გვერდზე, დააჭირე + კონტაქტს და ხელით შეიყვანე ახალი პირის ან კომპანიის დეტალები.
- გამოიყენე კონტაქტების ატვირთვის ფუნქცია. გადმოწერე Excel-ის შაბლონი, შეავსე და ატვირთე მრავალი კონტაქტი ერთდროულად.
- დოკუმენტის გაგზავნის ეტაპზე, როდესაც ახალი მიმღების ინფორმაციას შეიყვან, ის ავტომატურად შეინახება შენს კონტაქტებში.
შეგიძლია შექმნა კომპანიების სია, ვისთანაც ხშირად აგზავნი დოკუმენტებს და მიუთითო მათი საიდენტიფიკაციო კოდი.
- ეს გეხმარება დოკუმენტზე ატრიბუტებში მიუთითო მხარეები.
- ატრიბუტები საშუალებას მოგცემს, დოკუმენტი მოძებნო კონკრეტული კომპანიის ან საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.
- შესაძლებელია კონკრეტული კონტაქტი შესაბამის კომპანიასთან დააკავშირო.
როგორ ვეძებო და დავახარისხო კონტაქტები?
- ძიების ველი: გამოიყენე კონტაქტების სწრაფი ძიებისთვის.
- ფილტრები: მოძებნე კონტაქტები შემქმნელით ან კომპანიის ინფორმაციით.
- გადმოწერა: შეგიძლია გადმოწერო Signify-ზე არსებული კონტაქტების სრული სია.