შექმენი პროცესის შაბლონი, რათა დაზოგო დრო განმეორებად მოქმედებებზე. შენ შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო მიმღებთა როლები, ხელმოწერის ველების განლაგება და ავტომატიზაციის პარამეტრები. შემდეგ კი ეს შაბლონი შეგიძლია სხვადასხვა დოკუმენტს მოარგო.
შაბლონების მართვისთვის გადადი შაბლონების გვერდზე მარცხენა ნავიგაციიდან.
როგორ შევქმნა პროცესის შაბლონი დოკუმენტის გარეშე?
თუ პროცესი (მიმღებები, როლები, პარამეტრები) უცვლელია, მაგრამ თავად ფაილი ყოველთვის სხვადასხვაა, მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
- გადადი შაბლონების გვერდზე და დააჭირე ღილაკს + შაბლონი.
- მიუთითე მიმღები პირების მონაცემები, განსაზღვრე მათი როლები და საჭიროების შემთხვევაში აირჩიე ავთენთიფიკაციის მეთოდები.
- შეავსე ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყოველ ჯერზე მეორდება (მაგ: შეხსენებების სიხშირე ან დოკუმენტზე წვდომის პერიოდი).
- დაარქვი შაბლონს სახელი და დააჭირე შენახვას.
როცა შაბლონის გამოყენება დაგჭირდება, დააჭირე "შაბლონის გამოყენებას", ატვირთე ახალი დოკუმენტი, განათავსე ხელმოწერის ველები და გააგზავნე.
როგორ შევქმნა შაბლონი დამახსოვრებული ველებით?
თუ გსურს, რომ სისტემამ ხელმოწერის ველების ადგილმდებარეობაც დაიმახსოვროს, გამოიყენე შემდეგი მეთოდი:
- შაბლონის შექმნისას ერთჯერადად ატვირთე სატესტო დოკუმენტი, რათა განსაზღვრო ველების კოორდინატები.
- შაბლონის პარამეტრებში მონიშნე "სხვა მსგავსი ფაილით ატვირთვა". ეს საშუალებას მოგცემს, ყოველ გამოყენებაზე ახალი ფაილი ატვირთო.
- გადადი შემდეგ გვერდზე და გადაიტანე ხელმოწერის ველები დოკუმენტზე სასურველ ადგილას.
ველების ავტომატური განთავსება
თუ დოკუმენტის გვერდების რაოდენობა ცვალებადია, გამოიყენე ველების ავტომატური განთავსების ფუნქცია:
- ბოლო გვერდზე განთავსება: ველის პარამეტრებში მონიშნე, რომ ის ყოველთვის ავტომატურად განთავსდეს ბოლო გვერდზე, მიუხედავად დოკუმენტის ზომისა.
- საკვანძო სიტყვასთან განთავსება: მიუთითე კონკრეტული სიტყვა (მაგ: "ხელმოწერა 1"). ველი ავტომატურად იპოვის ამ ტექსტს დოკუმენტში და მის ქვემოთ განთავსდება. საკვანძო სიტყვასთან განთავსება მხოლოდ ხელმოწერის ველზე შეგიძლია გამოიყენო.