დოკუმენტის გაგზავნის დროს ბოლო გვერდზე შეგიძლია შეცვალო რამდენიმე პარამეტრი:
- დოკუმენტის სახელი
- შეტყობინების ენა
- შეტყობინების ტექსტი
აირჩიე პირადი სახელით გაიგზავნოს თუ კომპანიის
მიუთითე რამდენ ხანს უნდა იყოს აქტიური დოკუმენტი მიმღებთათვის. სისტემაში სტანდარტული წვდომის პერიოდი 90 დღეა, რომლის შეცვლაც შეგიძლია თითოეული დოკუმენტის გაგზავნის წინ ინდივიდუალურად, ან შაბლონში დაამახსოვრებინებ.
ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ დოკუმენტზე დამატებულმა მიმღებებმა
ქმედება არ დაასრულეს, ის გაუქმდება და
ლინკი აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
- შეცვალე შემახსენებელი შეტყობინებების პერიოდები.
- დოკუმენტების დახარისხებისთვის, აქვე შეგიძლია მიუთითო, რომელ საქაღალდეში შეინახოს დოკუმენტი და რა ტეგი მიენიჭოს.
დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ შეხსენებების რაოდენობის დაკორექტირებას ვერ შეძლებ
საქაღალდეებისა და ტეგების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია
ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტებში.