ამ ინსტრუქციის დახმარებით გაიგებ, როგორ დაამატო უსაფრთხოების დამატებითი ეტაპი შენს დოკუმენტებს და როგორ გამოიყენო ავთენტიფიკაციის სხვადასხვა მეთოდი მიმღებების იდენტიფიცირებისთვის.
როგორ ჩავრთო ავთენტიფიკაციის მეთოდები?
დოკუმენტის მომზადების პროცესში სასურველ მომხმარებელთან დააჭირე ავთენტიფიკაციის ღილაკს. შემდეგ კი აირჩიე, თუ რა დროს გსურს სისტემამ მოთხოვოს მომხმარებელს ავთეტთიფიკაცია: დოკუმენტის გახსნისას თუ ხელმოწერისას.
- აირჩიე ავთენტიფიკაციის სასურველი ტიპი ჩამონათვალიდან:
- SMS კოდით: მიმღები მის მობილურ ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს, რომლის შეყვანის გარეშეც ქმედებას ვერ დაასრულებს.
- ვიდეო იდენტიფიკაცია: მომხმარებელი გადის ვერიფიკაციას ვიდეო სელფითა და პირადობის მოწმობის/პასპორტის დასკანერებით.
- კვალიფიციური ელ. ხელმოწერა: ხელმოწერა ხორციელდება ID ბარათის/კომპანიის ელ.შტამპისა და სპეციალური წამკითხველის გამოყენებით.
- პაროლი: მიმღებს მოეთხოვება შენ მიერ წინასწარ განსაზღვრული პაროლის შეყვანა დოკუმენტის გახსნისთვის.
თუ ირჩევ ვიდეო იდენტიფიკაციას ან კვალიფიციურ ხელმოწერას, შეგიძლია მიუთითო კონკრეტული პირის პირადი ნომერი ან კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი. ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გადაამოწმებს მონაცემებს და ხელმოწერის უფლებას მხოლოდ მითითებულ პირს ან კომპანიას მისცემს.
გადამოწმება და რეპორტინგი
ხელმოწერის შემდეგ, მტკიცებულების რეპორტში აისახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მეთოდით გაიარა იდენტიფიკაცია მიმღებმა. ვიდეო იდენტიფიკაციის შემთხვევაში დამატებით გექნება იდენტიფიცირებისას გადამოწმებული მონაცემები.