Signify-ს გამოყენებით ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმოწერის მიღება რამდენიმე ნაბიჯში შეგიძლია.
1. დოკუმენტის შექმნა
- გაიარე ავტორიზაცია და შედი პორტალზე
- მოძებნე ღილაკი “ახალი დოკუმენტი”
- ატვირთე დოკუმენტი, რომლის ხელმოსაწერად გაგზავნა გსურს
2. მიმღების დამატება
- მიუთითე მიმღები პირის სახელი და გვარი
- შეარჩიე გაზიარების არხი - მეილი, მობილური ან ბმული. შესაბამისად, მიუთითე მიმღების მობილურის ნომერი ან მეილის მისამართი
- აირჩიე მიმღების როლი* . იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე მიმღები გყავს, დაამატე შემდეგი მიმღები შესამაბისი გაზიარების არხითა და როლით
3. როლის განსაზღვრა
თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია აირჩიო შემდეგი 6 როლიდან ერთ-ერთი: ხელმომწერი, დამდასტურებელი, ასლის მიმღები, ხელმოწერის მოწმე, გადამისამართება, ავტომატური ხელმომწერი.
- ხელმომწერი და ასლის მიმღები შედის ყველა პაკეტში;
- დამდასტურებელი, ხელმოწერის მოწმე და გადამისამართება - ბიზნეს პროსა და ენტერპრაიზ პაკეტებში;
- ავტომატური ხელმომწერი მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში შედის.
გაიგე როლების შესახებ უფრო ვრცლად.
4. გაზიარების ტიპი
თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია განსაზღვრო დოკუმენტის გაზიარების არხი:
- ელ-ფოსტით - დოკუმენტის ლინკი ეგზავნება ელ.ფოსტაზე, საიდანაც შეეძლება მისი გახსნა და ქმედების შესრულება
- SMS ლინკით - დოკუმენტის ლინკი ეგზავნება Sms-ით, საიდანაც შეეძლება მისი გახსნა და ქმედების შესრულება
- ბმულით - დოკუმენტის გამზადებისას გენერირდება ბმული, რომელსაც პირდაპირ, სასურველი გზით გაუზიარებ დოკუმენტის მიმღებს (WhatsApp, messenger და სხვა.)
- ელ-ფოსტით გაგზავნა შედის ყველა პაკეტში;
- SMS ლინკით გაგზავნა - ბიზნეს პროსა და ენტერპრაის პაკეტებში;
- ბმულით გაზიარება - მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში.
5. მიმღებთა რიგითობა
თუ დოკუმენტს ერთზე მეტი მიმღები ყავს:
- სტანდარტულად, დოკუმენტი გაიგზავნება ყველა მიმღებთან ერთდროულად
- ან მონიშნე "მიმდევრობა" თუ გსურს, რომ მიმღებებს განუსაზღვრო რა რიგითობით მიუვიდეთ დოკუმენტი. ამ შემთხვევაში, დოკუმენტი გაიგზავნება მიმღებთან მხოლოდ მაშინ, როდესაც მის წინ მყოფი მიმღები დაასრულებს თავის ქმედებას.
6. მიმღების უფლებები
შეგიძლია კონკრეტული მიმღებისთვის სასურველი უფლებების განსაზღვრა: შეეძლება თუ არა დასრულებული დოკუმენტის და მტკიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვა, გადამისამართება, კომენტარის დამატება და ა.შ. გაიგე მიმღების უფლებებზე დეტალურად.
7. ავთენტიფიკაცია
დამატებითი უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია ავთენტიფიკაციის მეთოდის გააქტიურება დოკუმენტის გახსნისას ან ხელმოწერისას. მიმღებს შეგიძლია ჩაურთო ავთენტიფიკაციის შემდეგი მეთოდები:
- SMS კოდით - მობილურის ნომერზე გაეგზავნოს ერთჯერადი ოთხნიშნა კოდი. კოდის შეყვანის გარეშე, მიმღები ვერ განახორციელებს დოკუმენტზე ქმედებას
- ვიდეო იდენტიფიკაცია - ვიდეო სელფით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანერებით გაიაროს ვერიფიკაცია
- კვალიფიციური ელ. ხელმოწერა - ხელი მოაწეროს ID ბარათით ან კომპანიის ელ. შტამპით, სპეციალური ბარათის წამკითხველის გამოყენებით
-
პაროლი - დოკუმენტის გახსნისას, მიმღებმა შეიყვანოს პაროლი
გაიგე ავთენტიფიკაციაზე უფრო ვრცლად.
8. ხელმოწერის ველების დამატება
- მიმღებების დამატებისა და სასურველი პარამეტრების შენახვის შემდეგ დააკლიკე ღილაკს - შემდეგი
- მაუსით აირჩიე მიმღები, შემდეგ ხელმოწერის ველი და დასვი შესაბამის ადგილას
ხელმოწერის ველის გარდა შეგიძლია დაამატო სხვადასხვა შესავსები ველი. გაეცანი შესავსებ ველებს უფრო დეტალურად.
9. დამატებითი პარამეტრები
ველების დამატების შემდეგ, შეგიძლია პირდაპირ გაგზავნო დოკუმენტი
ან გადახვიდე შემდეგ გვერდზე და შეცვალო მეტი დეტალი, როგორიცაა:
- დოკუმენტის სახელი
- შეტყობინების ენა და ტექსტი
- პირადი ან კომპანიის სახელით გაგზავნა
- დოკუმენტის აქტივობის ვადა
- შეხსენებების რაოდენობა და სიხშირე
- და ა.შ.
გაიგე დამატებით პარამეტრებზე უფრო ვრცლად.
10. გაგზავნა
ინფორმაციის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს - გააგზავნე ახლავე!